ჰარი მაგუაირი “მანჩესტერ იუნაიტედის” ვიცე-პრეზიდენტს დაუპირისპირდა
“მანჩესტერ იუნაიტედის” კაპიტანი ჰარი მაგუაირი კლუბის ვიცე-პრეზიდენტ ედ ვუდვორდს დაუპირისპირდა.
როგორც ირკვევა, “წითელი ეშმაკების” ხელმძღვანელობამ ფეხბურთელებს სუპერლიგაში გაერთიანების შესახებ არ ამცნო. მოთამაშეებმა ამის შესახებ მედიიდან შეიტყვეს. კლუბის გუშინდელ შეხვედრაზე მაგუაირსა და ვუდვორდს შორის კონფლიქტი მოხდა. ინგლისელი ფეხბურთელი უკმაყოფილო იყო იმ ფაქტით, რომ კლუბმა ფეხბურთელებს აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ არ შეატყობინა.
შეგახსენებთ, რომ სუპერლიგაში ამ დროისთვის 12 კლუბია გაერთიანებული: “არსენალი”, “მანჩესტერ იუნაიტედი”, “მანჩესტერ სიტი”, “ლივერპული”, “ჩელსი”, “ტოტენჰემი”, “რეალი”, “ბარსელონა”, “ატლეტიკო”, “იუვენტუსი”, “ინტერი”, “მილანი”. დაანონსებულია კიდევ რვა კლუბის დამატება.
თავის მხრივ, ფიფა და უეფა ახალი პროექტის მონაწილე კლუბებს ეროვნული, ევროპული და მსოფლიო ტურნირებიდან მოკვეთით, მათ ფეხბურთელებს კი სანაკრებო დონეზე თამაშის აკრძალვით ემუქრება.