ჰეიგის 30 რჩეული

თარიღი: ნოემბერი 7, 2016

ბორჯღალოსნების მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა, ის 30 მორაგბე შეარჩია რომელთა იმედიც ნოემბრის ტესტ-მატჩებზე ექნება. ამ სიას ემატება 5 სარეზერვო მოთამაშე, რომლებიც მუდმივ მზადყოფნაში იქნებიან და საჭიროების შემთხვევაში თანაგუნდელების ჩანაცვლებას შეძლებენ.

შეგახსენებთ, რომ 12 და 19 ნოემბერს, თბილისში, შესაბამისად იაპონიასა და სამოას ვმასპინძლობთ, ხოლო 26-ში შოტლანდიას ქილმარნოქში ვეწვევით. ორივე საშინაო თამაში მესხის სტადიონზე გაიმართება და 15 საათზე დაიწყება.

დღეიდან ბილეთების შეძენა უკვე შესაძლებელია სტადიონის სალაროებში და მათი ფასი 3, 5 და 10 ლარია. ბილეთების შეძენა ასევე შესაძლებელია შემდეგ ბმულზე TKT.GE/Rugby

2016 წელს „ბორჯღალოსნებმა“ რვა თამაში ჩაატარეს, აქედან 7 მოიგეს და ერთი ფრედ დაასრულეს. შედეგად, გუნდი მსოფლიო რეიტინგში აღზევდა სარეკორდო მე-11 ადგილზე. გუნდი მიზნად წლის დაუმარცხებლად ჩამთავრებას და მოწინავე 10-ეულში დამკვიდრებას ისახავს, რისთვისაც სტადიონზე ქომაგის მაქსიმალური რაოდენობა ჭირდება.

უშუალოდ მზადებას რაც შეეხება, სამწვრთნელო შტაბი ორი მაღალი დონის სპეციალისტით გაძლიერდა, ხოლო 38-კაციანმა გაფართოებულმა რაზმმა გასულ კვირაში ტულუზში სამდღიანი შეკრება გაიარა. შეკრების დასრულების შემდეგ, მწვრთნელმა ამ ეტაპზე სამი მოთამაშე დაითხოვა – კვაჭი გიორგი ჭყოიძე, მესამე ხაზელი გიორგი მჭედლიშვილი და მგეზავი რევაზ ჯინჭველაშვილი, ხოლო ხუთი თადარიგში გადაიყვანა – ვეტერანი მეორეხაზელი გიორგი ჩხაიძე, მესამეხაზელები ბექა გორგაძე და საბა შუბითიძე, ჰავბექი ვაჟა ხუციშვილი და გარემარბი გიორგი ფრუიძე.

ამრიგად, 30-კაციან რაზმში სამი უკეპო მოთამაშე დარჩა – უკანახაზელები ანზორ სიჭინავა, გიორგი კოშაძე და კვაჭი ბადრი ალხაზაშვილი.

2015 წლის შემდეგ, გუნდს უბრუნდება ვასილ კაკოვინი, რომელმაც მსოფლიო თასი გამოტოვა. ივნისის ოკეანეთის ტურნეზე დაგვაკლდნენ და ამჯერად შეკრებაზე არიან მამუკა გორგოძე, ვიქტორ კოლელიშვილი, კონსტანტინე მიქაუტაძე, დუდუ ქუბრიაშვილი, ლევან ჩილაჩავა და მიხეილ ნარიაშვილი.

რაზმის დასახელებისას ჰეიგმა განაცხადა: „მაქვს პატივი ნოემბრის ტესტებზე უაღრესად გამოცდილი რაზმის იმედი მქონდეს. შემადგენლობაში სამი ადგილი ახალგაზრდა მორაგბეებისთვისაც გამოინახა. მათ ნაკრების კვართით ჯერ არ უთამაშიათ, თუმცა დარწმუნებული ვარ, ჩვენს ვარჯიშებს დამატებით ენერგიას შემატებენ.

“წინ სამი ურთულესი თამაში გველის და ჩვენ მზად უნდა ვიყოთ არა მხოლოდ ფიზიკურად, არამედ მენტალურად, რადგან იაპონიამ, სამოამ და შოტლანდიამ არაერთხელ დაამტკიცეს, რომ მაღალი დონის გუნდები არიან. მათი შესრულებით არაერთი სენსაციის მომსწრენი გავმხდარვართ და გულშემატკივრებთან ერთად, ძალთა სრული მობილიზება უნდა მოვახდინოთ.

“გასულ კვირაში, ტულუზში, სამდღიანი ნაყოფიერი შეკრება გავიარეთ. მოთამაშეებმა უმოკლეს დროში მოახერხეს სისტემების გათავისება და ჩვენი, როგორც მწვრთნელების იმედები გაამართლეს. ფიზიკურად ყველა მორაგბე იდეალურ ფორმაშია და ეს წარმატებული კამპანიის დასაწყებად მშვენიერი წინაპირობაა“.

ბორჯღალოსნების რაზმი 2016 წლის შემოდგომის ტესტებზე

rrrrrrrrrr

Rugby.GE

მსგავსი სიახლეები
რაგბი

ლევან მაისაშვილი: “ასეთი თამაშები ყოველთვის კარგია, რათა უფრო მეტად გამოვფხიზლდეთ

საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლევან მაისაშვილმა შოტლანდიასთან განცდილი მარცხის (48:7) შემდეგ პრესკონფერენცია გამართა. “რა ...
წაკითხვა
რაგბი

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა შოტლანდიის წინააღმდეგ

ბორჯღალოსნების მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა, 23 ოქტომბერს „მარიფილდზე“, შოტლანდიის ნაკრებთან გასამართი ტესტ-მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა...
წაკითხვა
რაგბი

საქართველო – რუსეთის მატჩი ისევ გადაიდო

რაგბი ევროპის გადაწყვეტილებით, რაგბი ევროპის ჩემპიონატის 2020 წლის ბოლო ტურის მატჩი საქართველოსა და რუსეთის ნაკრებებს […]...
წაკითხვა
რაგბი

ახალი მწვრთნელები საქართველოს ნაკრებში

ფრანგულ შეკრებაზე ბორჯღალოსნების სამწვრთნელო შტაბს სამი მაღალი დონის სპეციალისტი დაემატება და ისინი გუნდში „შემოდგომის ერთა […]...
წაკითხვა
რაგბი

ოთხი ქართული გვარი – რუსეთის ნაკრების მწვრთნელმა შემადგენლობა დაასახელა

რუსეთის მორაგბეთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლილ ჯონსმა უახლოესი მატჩებისათვის გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა. რუსები 12 ოქტომბრიდან […...
წაკითხვა
რაგბი

საქართველოს ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა შოტლანდიისა და რუსეთის წინააღმდეგ მატჩებისა

ბორჯღალოსნების მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა, შემოდგომის პირველი ორი ტესტ-მატჩისთვის გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა. საქართველოს ნაკრები ...
წაკითხვა
რაგბი

“ამოიღო იარაღი და მესროლა ორჯერ” – დაჭრილი მორაგბე განცხადებას აქვეყნებს

რაგბის კავშირის შენობაში დაჭრილმა მორაგბემ, რამაზ ხარაზიშვილმა სოციალურ ქსელში განცხადება გამოაქვეყნა. როგორც იცით, ინციდენტი 16 […]...
წაკითხვა
რაგბი

რაგბის კავშირის შენობაში “იუნკერების” კაპიტანი დაჭრეს

საქართველოს რაგბის კავშირის შენობაში სროლა იყო. დაჭრილია საინიციატივო ჯგუფის ერთ-ერთი წევრი, სარაგბო კლუბ “იუნკერების” კაპიტანი […]...
წაკითხვა
კალათბურთი

ვიქტორ სანიკიძე და დავით კაჭარავა ქართული ოცნების საარჩევნო სიაში მოხვდნენ

“პოლიტიკურმა გაერთიანება ქართულმა ოცნებამ” საპარლამენტო სიის პირველი ოცეული წარადგინა და მათ შორის, ორი სპორტსმენია. საქართველოს […...
წაკითხვა
რაგბი

ოფიციალურად: საქართველოს მორაგბეთა ნაკრები 8 ერში ითამაშებს!

საქართველოს მორაგბეთა ნაკრები შემოდგომაზე “8 ერში” იასპარეზებს. ეს ინფორმაცია დღეს საქართველოს რაგბის კავშირმა დაადასტურა. საქართველოს [&h...
წაკითხვა
რაგბი

დავით კაჭარავამ კარიერა დაასრულა

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების გამოცდილმა წევრმა, დავით კაჭარავამ კარიერა დაასრულა. 35 წლის მორაგბემ სოციალურ ქსელში […]...
წაკითხვა
რაგბი

BBC: საქართველო “რვა ერში” იაპონიას ჩაანაცვლებს

ბრიტანულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, რვა ერის ტურნირში იაპონიის ნაკრების ნაცვლად საქართველო ითამაშებს. “ბიბისის” შოტლანდიური გამოცემ...
წაკითხვა
რაგბი

გოჩა სვანიძემ საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტის პოსტი დატოვა

გოჩა სვანიძემ საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტის პოსტი დატოვა. ეს ინფორმაცია რაგბის კავშირში დაადასტურეს. მიზეზად ქართულ […]...
წაკითხვა
კალათბურთი

რუსეთის რაგბის ფედერაცია თორნიკე შენგელიას მოსკოვის ცსკა-ში ტრანსფერს გამოეხმაურა

9 ივლისს თორნიკე შენგელიას მოსკოვის ცსკა-ში ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა. ქართველმა კალათბურთელმა რუსულ კლუბთან 3-წლიანი ხელშეკრულება […]...
წაკითხვა
კალათბურთი

მამუკა გორგოძემ თორნიკე შენგელიას მიმართა

საქართველოს მორაგბეთა ნაკრების ყოფილმა მოთამაშემ, მამუკა გორგოძემ მოსკოვის ცსკა-ში გადასულ თორნიკე შენგელიას წარმატებები უსურვა. “თორნიკე [&hell...
წაკითხვა