ჰეიგმა ივნისისთის 33 შეარჩია
ბორჯღალოსნების მთავარმა მწვრთნელმა მილთონ ჰეიგმა ამერიკული ტურნესთვის (ივნისის ტესტები 2017) 33 მორაგბე დაასახელა.
შეარდენზე განვლილი სამდღიანი შეკრების შემდეგ გაფართოებულ შემადგენლობას ბურჯი ირაკლი მირცხულავა, მესამეხაზელი მიხეილ გაჩეჩილაძე და გარემარბი გიორგი ფრუიძე გამოაკლდა.
გუნდთან ერთად არიან ‘მონპელიეს’ მეორეხაზელი კონსტანტინე მიქაუტაძე და ბურჯი მიხეილ ნარიაშვილი, რომელმაც ცოტა ხნის წინ ‘ბარბაროსების’ შემადგენლობაში ინგლისის წინააღმდეგ ითამაშა. პირდაპირ ამერიკაში ჩავლენ ტოპ 14-ის ფინალისტი გუნდების მორაგბეები – კვაჭი შალვა მამუკაშვილი, ბურჯი ლევან ჩილაჩავა და მესამეხაზელი ვიქტორ კოლელიშვილი.
ბორჯღალოსნებს ივნისში სამი მნიშვნელოვანი ტესტ-მატჩის და დიდი მანძილის დაფარვა მოუწევთ. გუნდი 3 ივნისს ჩრდილოეთ ამერიკაში, კანადაში მიემგზავრება, სადაც 10 ივნისს (საქართველოს დროით 01:00, 11 ივნისი) ქალგარიში კანადას შეხვდება.
კანადიდან ბორჯღალოსნები ამერიკის შეერთებულ შტატებში, ატლანტაში გადაინაცვლებენ და 17 ივნისს (საქართველოს დროით 03:00 18 ივნისი) ‘არწივებს’ შეერკინება.
ამის შემდეგ ბორჯღალოსნებს უკიდურეს სამხრეთში, ზაფხულიდან ზამთარში მოუწევთ გადაფრენა და ჰუჰუიში 24 ივნისს პუმებს (საქართველოს დროით 23:15) შეხვდებიან.
ბორჯღალოსნები ამერიკულ ტურნეზე
შერკინება: შალვა მამუკაშვილი (ტულონი, საფრანგეთი), ბადრი ალხაზაშვილი (ტულონი, საფრანგეთი), ჯაბა ბრეგვაძე (ვუსთერი, ინგლისი), მიხეილ ნარიაშვილი (მონპელიე, საფრანგეთი), კარლენ ასიეშვილი (ბრივი, საფრანგეთი), სოსო ბეკოშვილი (ბრივი, საფრანგეთი), თორნიკე მატარაძე (ლიონი, საფრანგეთი), ანტონ ფეიქრიშვილი (კარდიფი, უელსი), ლევან ჩილაჩავა (ტულონი, საფრანგეთი), გიორგი ნემსაძე (ბრისთოლი, ინგლისი), კონსტანტინე მიქაუტაძე (მონპელიე, საფრანგეთი), გიორგი ჩხაიძე (დომონი, საფრანგეთი), ნოდარ ჭეიშვილი (ლელო სარასენს), გიორგი თხილაიშვილი (ბათუმი), ლაშა ლომიძე (ლონდონ აირიში, ინგლისი), ოთარ გიორგაძე (კლერმონი, საფრანგეთი), ბექა ბიწაძე (შონბრი, საფრანგეთი), გიორგი ცუცქირიძე (ბრივი, საფრანგეთი), ვიქტორ კოლელიშვილი (კლერმონი, საფრანგეთი).
ხაზი: ვასილ ლობჟანიძე (ბრივი, საფრანგეთი), გიორგი ბეგაძე (ყოჩები), ვაჟა ხუციშვილი (ლოკომოტივი), ლაშა ხმალაძე (ლელო სარასენს), რევაზ ჯინჭველაშვილი (ბაგრატი), მერაბ შარიქაძე (ორიაკი, საფრანგეთი), დავით კაჭარავა (ენისეი, რუსეთი), თამაზ მჭედლიძე (აჟენი, საფრანგეთი), გიორგი კოშაძე (ხარები), ალექსანდრე თოდუა (ლელო სარასენს), იოსებ მათიაშვილი (აკადემია), მერაბ კვირიკაშვილი (ლელო სარასენს), ლაშა მალაღურაძე (კრასნი იარ, რუსეთი), ბექა წიკლაური (ლოკომოტივი).
Rugby.GE