<

ხელბურთი: რუსმა გოგონებმა რუმინელები დაამარცხეს

თარიღი: ივლისი 28, 2015

ხელბურთში ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ეგიდით B ჯგუფში რუსეთისა და რუმინეთის გოგონათა ნაკრებებს შორის გამართული მატჩი რუსების გამარჯვებით დასრულდა. შეგახსენებთ, რომ ამავე ჯგუფში თამაშობს საქართველოს გოგონათა ნაკრებიც, რომელიც ჩეხეთთან დამარცხდა.

რუსებმა თავიდანვე აქტიურად დაიწყეს თამაში და საწყის წუთებში 6 უპასუხო ბურთი გაიტანეს. რუმინელებმა პირველი ქულის აღება მხოლოდ მე-9 წუთზე შეძლეს. ამის მიუხედავად, პირველი ტაიმი რუსეთის ნაკრების არცთუ დიდი უპირატესობით, ანგარიშით 14:10 დასრულდა.

შეხვედრის მეორე ნახევარში რუმინელები თამაშის შემოტრიალებას შეეცადნენ, თუმცა რუსებმა მაინც იმძლავრეს და მატჩი ანგარიშით 23:20 მოიგეს.

დღეს ჯგუფის მეორე ტურის მატჩები შედგება: 18:00 საათზე რუსეთისა და საქართველოს ნაკრებები ითამაშებენ. 20:00 საათზე რუმინელები და ჩეხები გაარკვევენ ერთმანეთში ურთიერთობას. ორივე შეხვედრა უნივერსიტეტის ქუჩაზე მდებარე ახალი სპორტის სასახლის მცირე დარბაზში გაიმართება, რომელიც შენობის მესამე სართულზეა.

მესამე, დასკვნითი ტურის შემდეგ ჯგუფური ეტაპის საბოლოო შედეგი გვექნება, რის შემდეგაც გაირკვევა, რომელი გუნდები ითამაშებენ ნახევარფინალებში.

პირველ ნახევარფინალში A ჯგუფის გამარჯვებული B ჯგუფის მეორეადგილოსანს შეხვდება. მეორე ნახევარფინალში B ჯგუფის გამარჯვებული A ჯგუფის მეორეადგილოსანს ეთამაშება. დანარჩენი გუნდები მეხუთე-მეექვსე და მეშვიდე-მერვე პოზიციებისთვის ითამაშებენ.

 



მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

ჯიუნტოლი რონალდოზე: “არავის ყიდვა არ გვჭირდება”

“ნაპოლის” სპორტულმა დირექტორმა კრისტიანო ჯიუნტოლიმ რონალდოს “ნაპოლიში” გადასვლასთან დაკავშირებულ ინფორმაციაზე კომენტარი გააკეთ...
წაკითხვა
ფეხბურთი

რონალდო “ნაპოლიში” წავა? კრიშტიანო მზად არის ხელფასი შეიმციროს

ბრიტანული The Sun-ის ინფორმაციით, კრიშტიანო რონალდო, შესაძლოა, იანვარში “ნაპოლიში” გადავიდეს. როგორც გამოცემის წყარო იტყობინება, პორტუგალი...
წაკითხვა
ფეხბურთი

რონალდო კვლავ გაბრაზდა – მატჩის დასრულებამდე გასახდელში წავიდა (ვიდეო)

“მანჩესტერ იუნაიტედმა” “ტოტენჰემი” დამაჯერებლად, 2-0 დაამარცხა. ტენ ჰააგს რონალდო მოედანზე არ გამოუყვანია და პორტუგალიელიც, რო...
წაკითხვა
ფეხბურთი

ტენ ჰაგს დე ხეას შემცვლელად მამარდაშვილი მიაჩნია

“მანჩესტერ იუნაიტედი” პრემიერ ლიგაში ნაჩვენები შედეგების შემდგომ სატრანსფერო ფანჯარაზე განსაკუთრებით გააქტიურდა და მადრიდის “რეალიდა...
წაკითხვა
ფეხბურთი

გარი ნევილი: “მანჩესტერ იუნაიტედი” ფეხბურთელთა სასაფლაოდ იქცა”

“მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილმა მცველმა გარი ნევილმა, რომელიც დღესდღეობით საფეხბურთო ტელეექსპერტად მუშაობს, “წითელი ეშმაკების” ...
წაკითხვა
ფეხბურთი

“მანჩესტერი” რონალდოს გაგდებას აპირებს

The Sun-ის ინფორმაციით, “მანჩესტერ იუნაიტედი” გუნდიდან კრიშტიანო რონალდოს გაგდებას აპირებს. პრემიერ ლიგაში პირველი 2 წაგების […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

კავანი “დორტმუნდში” მიდის

“მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილი თავდამსხმელი ედინსონ კავანი კარიერას გერმანიის ბუნდესლიგაში გააგრძელებს. “ბილდის” ცნობით, 35 წლი...
წაკითხვა
ფეხბურთი

რონალდუ მედიას: “ასე გააგრძელეთ და ოდესმე სიმართლეს დაწერთ”

“მანჩესტერ იუნაიტედის” თავდამსხმელმა კრიშტიანუ რონალდუმ გუნდიდან მისი შესაძლო წასვლის შესახებ პრესაში გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენტარი გ...
წაკითხვა
ფეხბურთი

გახდება კრიშტიანუ ხვიჩას თანაგუნდელი?

შესაძლოა, კრიშტიანუ რონალდუ ხვიჩა კვარაცხელიას თანაგუნდელი გახდეს. როგორც ცნობილია, 37 წლის პორტუგალიელ ფეხბურთელს “მანჩესტერ იუნაიტედის” ...
წაკითხვა
ფეხბურთი

რონალდუს “იუნაიტედის” დატოვება და ჩემპიონთა ლიგაზე თამაში სურს

“მანჩესტერ იუნაიტედის” თავდამსხმელ კრიშტიანუ რონალდუს კლუბთან შრომითი ხელშეკრულების გაწყვეტა სურს. “დეილი მეილის” ცნობით, პორტ...
წაკითხვა
ფეხბურთი

“მანჩესტერ იუნაიტედმა” “აიაქსის” ფეხბურთელი დაიმატა

ამსტერდამის “აიაქსის” მცველი ლისანდრო მარტინესი კარიერას ინგლისის პრემიერლიგაში გააგრძელებს. 24 წლის არგენტინელმა ფეხბურთელმა “მანჩე...
წაკითხვა
ფეხბურთი

ოლივერ კანი: “რონალდუ “ბაიერნის” ფილოსოფიას არ შეეფერება”

მიუნხენის “ბაიერნის” გენერალურმა დირექტორმა ოლივერ კანმა კრიშტიანუ რონალდუს შესახებ კომენტარი გააკეთა. “რონალდუს საკითხი განვიხილეთ....
წაკითხვა
ფეხბურთი

“მანჩესტერ იუნაიტედის” თავკაცმა გუნდის ფეხბურთელი ორჯერ დაგვიანებისთვის დასაჯა

“მანჩესტერ იუნაიტედის” ახალმა მთავარმა მწვრთნელმა ერიკ ტენ ჰაგმა გუნდის ერთ-ერთი ფეხბურთელის მიმართ დისციპლინური ზომები მიიღო. […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

რონალდუ “ბარსელონაში”? პირველი კონტაქტი შედგა

“მანჩესტერ იუნაიტედის” ფორვარდ კრიშტიანუ რონალდუს აგენტი “ბარსელონას” პრეზიდენტ ჟოან ლაპორტას შეხვდა. AS-ის ცნობით, მხარეებმა ...
წაკითხვა
ფეხბურთი

კრისტიან ერიქსენი “მანჩესტერ იუნაიტედში” მიდის

კრისტიან ერიქსენი კარიერას, სავარაუდოდ, “მანჩესტერ იუნაიტედში” გააგრძელებს. ბრიტანული მედიის თანახმად, დანიელი ფეხბურთელი “წითელ ეშმ...
წაკითხვა