ჰენდერსონი: “ლივერპული დაუნდობელი უნდა გახდეს”
“ლივერპულის” ნახევარმცველის, ჯორდან ჰენდერსონის აზრით, მისმა გუნდმა თამაშის ხასიათი უნდა შეცვალოს, თუ პრემიერ ლიგის საუკეთესო კლუბთა ჩამონათვალში სურთ მოხვედრა.
“სამი გოლის გაშვება ასეთ მოკლე დროში – ძალიან ცუდია. ჩვენ გვჭირდება ბევრად მეტი პასუხისმგებლობა დაცვის ხაზში თამაშისას,”-ციტირებს გუნდის ოფიციალური საიტი ჰენდერსონის სიტყვებს.
“დარწმუნებული ვარ, ვარჯიშებზე ამ საკითხზე აუცილებლად ვიმუშავებთ. ჩვენს თამაშს მეტი აგრესია უნდა დავურთოთ. ასევე, უნდა განვიხილოთ მეტოქის შეტევის სტილი. კარგი შედეგისთვის, აუცილებელია, “ლივერპული” დაუნდობელი გახდეს”.
“დარჩენილია შვიდი თამაში, გვსურს ოთხეულში მოხვედრა. ყველამ კარგად ვიცით, რომ ბოლო ორ მატჩში დამარცხებამ სიტუაცია გაგვირთულა. ამის მიუხედავად, უნდა მოვიგოთ დარჩენილი ყველა მატჩი და ვნახოთ, რა მოხდება,”-შეაჯამა მერსისაიდელთა შემტევმა.
შეგახსენებთ, რომ “არსენალთან” დამარცხებით(4:1), “ლივერპული” ჩემპიონთა ლგიის ზონას რვა ქულით დაშორდა.