ჰენდერსონის კომენტარი “რომასთან” მატჩის შემდეგ
4 მაისს მერსესაიდული “ლივერპული” იტალიაში “რომასთან” დამარცხდა, თუმცაღა ჩემპიონთა ლიგის ფინალური ეტაპის საგზური მაინც მოიპოვა. ინგლისურ-იტალიური ორმატჩიანი დუელი ბრიტანელთა გამარჯვებით დასრულდა, ანგარიშით 7-6.
“სამწუხაროდ, იოლად არასოდეს გამოგვდის გამარჯვება. ძალიან ბევრი ვიშრომეთ ამ შედეგის დასადებად. პირველ ტაიმში დიდებულად ვითამაშეთ და გოლებიც გავიტანეთ. სადავეებს ჩვენს ხელში იყო, ბოლო ათ წუთს თუ არ ჩავთვლით.
ვიცოდით, რომ “რომასთან” სახლში გოლის გატანა ძალიან მნიშვნელოვანი იქნებოდა და პირველივე წუთებიდან ამას ვცდილობდით. ვფიქრობ, რომ ამ შედეგით კმაყოფილები და ბედნიერები უნდა ვიყოთ. უკეთაც შეგვეძლო, მაგრამ ესეც საკმარისი აღმოჩნდა.
უქმეებზე ძალიან რთული მატჩი გველის “ჩელსისთან”, რასაც ჩემპიონთა ლიგის ფინალი მოჰყვება. “რეალთან” ურთულესი თამაში გველის, მაგრამ თითოეული ჩვენგანი მოედანზე თავაწეული გავა,” – აცხადებს ჰენდერსონი.