ჰენდერსონმა ლოვრენს საჩუქარი გაუგზავნა – “უკვე ძალიან მენატრები” (ფოტო)
ჯორდან ჰენდერსონმა სანკტ-პეტერბურგის “ზენიტში” გადაბარგებულ დეიან ლოვრენს ემოციური წერილი და სამახსოვრო საჩუქარი გაუგზავნა, რისი ამსახველი ფოტომასალაც ხორვატმა მცველმა სოციალურ ქსელში ატვირთა.
“დეი, წარმოუდგენელია შენ გარეშე “ლივერპულზე” ფიქრი. გულწრფელად გეტყვი, ჯერაც ვერ ვიჯერებთ, რომ არ დაბრუდები. შენ ჩვენი გუნდისთვის უმნიშვნელოვანესი ფიგურა იყავი და შენი დამსახურებაცაა, აქამდე რომ მოვედით – ჩემპიონობამდე.
იმედი მაქვს აანალიზებ, რომ ღირსეულად მიიჩნევი ერთ-ერთ საუკეთესოდ იმ საქმეში, რასაც შენ აკეთებ. ჩვენ გუნდში, ისევე როგორც ხორვატიის ნაკრებში შენ იყავი ის ფიგურა, რომელიც მებრძოლ სულს აღვივებდა.
მაშინაც კი, როდესაც რთული პერიოდები გქონდა, ყველას მხარს უმაგრებდი. არასოდეს დავივიწყებ, თუ რაოდენ დამეხმარე გუნდის წინამძღოლობაში. შენ იყავი კაპიტანი, რომელსაც სამკლაური არ სჭირდებოდა.
უკვე ძალიან მენატრები და კვლავ ველი იმ დღეს, როდესაც “მელვუდში” დაბრუდები. მადლობას საკმარისად ვერასოდეს გადაგიხდი. მე ყოველთვის თქვენთან ვიქნები, თუ ოდესმე შენ ან შენ გასაოცარ ოჯახს დავჭირდები.
YNWA, ჰენდო,” – ვკითხულობთ ჰენდერსონის წერილში.