“ჰერტას” წარმომადგენლების ვიზიტი თბილისში

თარიღი: აპრილი 16, 2016

თბილისს საფეხბურთ კლუბ ბერლინის „ჰერტას“ ბავშვთა აკადემიის წარმომადგენლები ეწვივნენ. სამდღიანი ვიზიტის ფარგლებში გერმანელმა სტუმრებმა ფეხბურთის ფედერაციის ბავშვთა აკადემია დაათვალიერეს. ასევე გამართეს სხვადასხვა რანგის შეხვედრა ფედერაციის წარმომადგენლებთან. გერმანელი სტუმრები სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრს, ტარიელ ხეჩიკაშვილს შეხვდნენ.

ფეხბურთის გერმანელმა სპეციალისტებმა ქართულ მხარეს საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს. მომავალში კი ბერლინის „ჰერტასთან“ აქტიური თანამშრომლობა იგეგმება. გერმანელი სტუმრები საქართველოში ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის, ლევან კობიაშვილის მოწვევით იმყოფებოდნენ. ჰანს-პეტერ იაკობი, ბერლინის „ჰერტას“ ბავშვთა აკადემიის მენეჯერი:

„საქართველოში ჩვენ ლევან კობიაშვილის მოწვევით ჩამოვედით, რომელიც ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტია და ქართულ ფეხბურთში რეფორმებს ახორციელებს. საკმაოდ საინტერესო შეხვედრები გვქონდა და ძალიან სტუმართმოყვარე გარემო დაგვხვდა. ვესტუმრეთ ფეხბურთის აკადემიას, ასევე საფეხბურთო გარემოს გავეცანით. შეხვედრა შედგა სპორტის მინისტრთანაც, რომელიც ბერლინის „ჰერტას“ სახელით გერმანიაში მივიწვიეთ. ასევე იგეგმება ფეხბურთის ფედერაციის თანამშრომლების მიწვევა გერმანიაში. უახლოეს თვეებში ვფიქრობ, რომ უფრო მჭიდრო თანამშრომლობა დამყარდება საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან და ასევე, არ არის გამორიცხული, საფეხბურთო კლუბებთანაც. ჩვენი მიზანი იქნება, რომ ლევან კობიაშვილთან ერთად საქართველოში ფეხბურთი უფრო მაღალ დონეზე ავიყვანოთ”.

„მინდა მადლობა გადავუხადო იმ ადამიანებს, რომლებიც „ჰერტადან“ თბილისში ჩამოვიდნენ. დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენი თანამშრომლობა არამხოლოდ ბერლინის „ჰერტასთან“, არამედ გერმანიის ფეხბურთის ფედერაციასთანაც აქტიურად გაგრძელდება. ჩვენს გერმანელ სტუმრებს გავაცანით არსებული რეალობა და უახლოესი გეგმები, რომელიც ქართულ ფეხბურთში გვინდა, რომ განხორციელდეს. მივიღეთ რჩევები და რეკომენდაციები. ვფიქრობ ეს თანამშრომლობა, ორივე მხარისთვის წარმატებული იქნება” – ლევან კობიაშვილი.

სფფ-ის პრესსამსახური

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

ხვიჩა კვარაცხელიამ კოვიდ 19 დაამარცხა

საქართველოს ნაკრების ლიდერმა ხვიჩა კვარაცხელიამ, რომელმაც ერთა ლიგის ფინალი კორონავირუსის გამო გამოტოვა, კოვიდ 19 დაამარცხა. […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

საქართველოს ნაკრებს უკრაინელი მწვრთნელი ჩაიბარებს?

უკრაინული გამოცემა Footballgazeta-ს ცნობით, უკრაინელმა მწვრთნელმა იური ვერნიდუბმა, შესაძლოა, საქართველოს ნაკრები ჩაიბაროს. ვერნიდუბი რამდენიმე კანდიდა...
წაკითხვა
ფეხბურთი

ხაბიბ ნურმაგომედოვმა კახა კალაძეს საჩუქარი გამოუგზავნა (ფოტო)

UFC-ის ყოფილმა ვარსკვლავმა, ხაბიბ ნურმაგომედოვმა საქართველოს ნაკრების ყოფილ კაპიტანს, კახა კალაძეს საკუთარი ბრენდირებული მაისური აჩუქა. […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ჩიხურამ” “დინამო” დაამარცხა და “მერანი” ეროვნული ლიგი

ეროვნული ლიგის მე-16 ტურში საჩხერის “ჩიხურამ” მიხეილ მესხის სტადიონზე თბილისის “დინამო” 2-0 დაამარცხა. ანგარიში მე-17 [&hellip...
წაკითხვა
ფეხბურთი

ინფიცირებიდან ოცი დღის შემდეგ, ხვიჩა კვლავ საქართველოშია

საქართველოს საფეხბურთო ნაკრებისა და ყაზანის “რუბინის” ერთ-ერთი ლიდერის, ხვიჩა კვარაცხელიას, ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისათვის უცნობია...
წაკითხვა
ფეხბურთი

ბათუმის “დინამომ” “სამტრედიას” დაუქამბექა და ჩემპიონობისთვის ბრძოლ

ეროვნული ლიგის მე-16 ტურში “სამტრედიამ” ბათუმის “დინამო” მიიღო და 1-2 დამარცხდა. 25-ე წუთზე “დინამო” მამუკა [&hell...
წაკითხვა
ფეხბურთი

როგორ მიაგო პატივი შოთა არველაძემ დიეგო მარადონას?

შოთა არველაძის საფეხბურთო კუმირი დიეგო მარადონა გახლდათ. სწორედ შოთამ და აჩი არველაძეებმა მოახერხეს თბილისში ჩამოსული […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ქობულეთის “შუქურა” ეროვნულ ლიგაში დაწინაურდა!

ქობულეთის “შუქურამ” დღეს “ვიტ ჯორჯიასთან” 0-1 წააგო, მაგრამ ეროვნული ლიგა 2-ის ჩემპიონი გახდა და მომდევნო […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ბუდუ ზივზივაძემ უნგრეთში ისევ გაიტანა (ვიდეო)

ბუდუ ზივზივაძის გოლი “ზალაეგერსეგის” კარში იხილეთ ვიდეო...
წაკითხვა
ფეხბურთი

გიორგი ქვილითაიას ჰეთრიკი კვიპროსში (ვიდეო)

გიორგი ქვილითაიამ “ენოსისთან” ჰეთრიკი შეასრულა. 2 პენალტს ბოლოს საჯარიმოდან გოლიც დაუმატა და “ანორთოსისს” აუტსაიდერთან 3 [&hel...
წაკითხვა
ფეხბურთი

გიორგი ბერიძის ბრწყინვალე გოლი უნგრეთის ჩემპიონატში (ვიდეო)

“უიპეშტი” 1:1 “პაკში” გიორგი ბერიძის ბრწყივნალე გოლი “პაკშის” კარში იხილეთ ვიდეო...
წაკითხვა
ფეხბურთი

შოთა არველაძე: ‘საქართველოს ნაკრების მწვრთნელობა არ მინდა და ამას თავისი ახსნა აქვს&

ტაშკენტის “ფახთაქორის” მთავარმა მწვრთნელმა, შოთა არველაძემ განაცხადა, რომ მას რამდენიმე ქვეყნიდან შემოთავაზებები აქვს, თუმცა ჯერ […...
წაკითხვა
ფეხბურთი

15 იანვრამდე ყველა სახის სპორტული ღონისძიება შეჩერდება!

დღეს საქართველოს მთავრობა შეზღუდვების შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე გამოაცხადებს, მანამდე კი რამდენიმე გამოცემამ შეზღუდვების პაკეტის […...
წაკითხვა