ჰიკმანის 6 ქულა ბელგრადში წაგებულ მატჩში

თარიღი: მარტი 21, 2014

ქართული პასპორტის მქონე ამერიკელი, რიკი ჰიკმანი, რომელიც 2013 წლის ევრობასკეტზე საქართველოს ნაკრების ღირსებას იცავდა, ევროლიგაში თელ ავივის “მაკაბისთვის” იღწვის. ებრაულმა გუნდმა წუხელ დასანანი მატჩი წააგო.

თელავიველები ბელგრადში “პარტიზანს” ხვდებოდნენ და თავიდანვე სოლიდურ უპირატესობას ფლობდნენ. პირველი მეოთხედი “მაკაბიმ” 23:14 მოიგო და ლიდერობას ბოლო წუთებამდე ინარჩუნებდა. ბოლო პერიოდის დაწყებამდე თელავიველები 57:47 იგებდნენ და საბოლოო წარმატებამდე დიდი ძალისხმევა არ სჭირდებოდა, თუმცა მასპინძლებმა გადამწყვეტ მომენტში შესანიშნავად ითამაშეს და საბოლოოდ 72:70 იმარჯვეს.

ჰიკმანმა 30:16 წუთი ითამაშა და თავისი ბომბარდირული თვისებები კარგად ვერ გამოავლინა. ქართულპასპორტიანმა ამერიკელმა 3-დან 2 ორქულიანი და 7-დან მხოლოდ 2 საჯარიმო ჩააგდო, ხოლო 3 სამიანი ააცილა. საბოლოოდ ჰიკმანის ანგარიშზე 6 ქულა, 6 მოხსნა, 3 პასი და 1 ჩაჭრა დაგროვდა. საერთო სარგებლიანობით რიკი მაკაბელთა შორის მე-3 იყო ალექს ტაიუსისა და სოფოკლის შორცანიდისის შემდეგ.

მიუხედავად დამარცხებისა, “მაკაბის” ჯგუფში ჩარჩენა არ ემუქრება. 7 მოგებითა და 4 მარცხით თელავიველები მე-3 ადგილზე არიან და დარჩენილ 3 ტურში გამსვლელი 4-ეულიდან რომ ამოვარდნენ, საოცრება უნდა მოხდეს. 27 მარტს “მაკაბი” მადრიდის “რეალს” უმასპინძლებს.

დღეს ევროლიგაში მანუჩარ მარკოიშვიის “გალათასარაი” და გიორგი შერმადინის “ოლიმპიაკოსი” ითამაშებენ, რომლებსაც გამარჯვებები ჰაერივით სჭირდებათ.

 

F ჯგუფი

ბურთების

შეფარდება

+/-

რეალი

9

2

952

829

123

ცსკა

9

2

923

804

119

მაკაბი

7

4

869

840

29

ბაიერნი

5

5

734

771

-37

ლოკომოტივი

5

6

858

869

-11

გალათასარაი

4

6

763

783

-20

პარტიზანი

3

8

748

854

-106

ჟალგირისი

1

10

836

933

GBF.GE

მსგავსი სიახლეები
კალათბურთი

ცნობილია – როგორია გოგა ბითაძის ანაზღაურება კონტრაქტის გახანგძლივების შემდეგ?

“ინდიანა პეისერსმა” ქართველ კალათბურთელს, გოგა ბითაძეს კონტრაქტი 2024 წლამდე გაუხანგძლივა. 21 წლის ცენტრი ამჟამად ტრავმირებულია, […...
წაკითხვა
კალათბურთი

სანდრო მამუკელაშვილის მორიგი რეკორდი ამერიკაში (ვიდეო)

სანდრო მამუკელაშვილმა მორიგი პირადი რეკორდი დაამყარა. “სეტონ ჰოლის” ქართველმა ფორვარდმა ამერიკის სტუდენტური ლიგის Big East-ის […]...
წაკითხვა
კალათბურთი

მაიკლ დიქსონი საქართველოს ჩემპიონატში ითამაშებს

საქართველოს ნაკრების ნატურალიზებული კალათბურთელი, მაიკლ დიქსონი კარიერას საქართველოს ჩემპიონატში გააგრძელებს. 30 წლის ამერიკელი სუპერლიგის კლუბ [&hell...
წაკითხვა
კალათბურთი

თორნიკე შენგელია: “ეს გამარჯვება იყო საქართველოსთვის”

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა, თორნიკე შენგელიამ შვეიცარიასთან გამარჯვების (91:84) შემდეგ კომენტარი გააკეთა. “ძალიან რთული...
წაკითხვა
კალათბურთი

თორნიკე შენგელია: “ვამაყობ ჩემი გუნდით”

საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა, თორნიკე შენგელიამ ევრობასკეტ 2022-ის შესარჩევ ეტაპზე, ფინეთთან გამარჯვების (91:85) შემდეგ კომენტარი გააკეთა. [&hel...
წაკითხვა
კალათბურთი

სურპრიზი გიორგი შერმადინს – ქართველი კალათბურთელი კვლავაც საუკეთესოა! (ვიდეო)

“ტენერიფეს” კალათბურთელი, გიორგი შერმადინი ესპანეთის ჩემპიონატის ოქტომბრის თვის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა. ქართველ კალათბურთელს კუთვნი...
წაკითხვა
კალათბურთი

“უსამართლოდ მომექცნენ! ვცდილობ, ვიყო კარგი მამა” – მაიკლ დიქსონის ემოციუ

საქართველოს ნაკრების ნაყურალიზებულმა კალათბურთელმა, მაიკლ დიქსონმა POSTV-ის პლატფორმის საშუალებით სპეციალური განცხადება გაავრცელა. 29 წლის კალათბურთელ...
წაკითხვა
კალათბურთი

თორნიკე შენგელიამ ცსკა-ში ჩატარებულ პირველ ოფიციალურ მატჩში ტრავმა მიიღო (ვიდეო)

23 სექტემბერს თორნიკე შენგელიამ მოსკოვის ცსკა-ს მაისურით პირველი ოფიციალური მატჩი ჩაატარა. მოსკოვური კლუბი VTB ლიგაში […]...
წაკითხვა
კალათბურთი

თორნიკე შენგელია: “რუსეთში ისეთივე კეთილი ადამიანები ცხოვრობენ, როგორიც საქართველოში

მოსკოვის ცსკა-ს ახალწვეულმა, თორნიკე შენგელიამ ინტერვიუ მისცა News.ru-ს. ჟურნალისტმა ქართველ კალათბურთელს შეკიხვები მოსკოვურ კლუბში ტრანსფერზე, [&hell...
წაკითხვა
კალათბურთი

გოგა ბითაძე: “როცა ლებრონ ჯეიმსს დავაფარე, ცუდი რაღაც მივაძახე”

“ინდიანა პეისერსის” ცენტრმა, გოგა ბითაძემ აგვისტოში “ლოს ანჯელეს ლეიკერსის” წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში ლებრონ ჯეიმსთან დაპ...
წაკითხვა
კალათბურთი

ვიქტორ სანიკიძე და დავით კაჭარავა ქართული ოცნების საარჩევნო სიაში მოხვდნენ

“პოლიტიკურმა გაერთიანება ქართულმა ოცნებამ” საპარლამენტო სიის პირველი ოცეული წარადგინა და მათ შორის, ორი სპორტსმენია. საქართველოს […...
წაკითხვა
კალათბურთი

გოგა ბითაძესთან შეჯახების შემდეგ, დერიკ ჯონსმა მძიმე ტრავმა მიიღო (ვიდეო)

15 აგვისტოს, NBA-ში გოგა ბითაძის “ინდიანა პეისერსი” “მაიამი ჰიტს” დაუპირისპირდა და მეტოქე 109:92 დაამარცხა. შეხვედრის [&hellip...
წაკითხვა
კალათბურთი

თორნიკე შენგელიას მწვრთნელი კორონავირუსით დაინფიცირდა

მოსკოვის საკალათბურთო კლუბ “ცსკა”-ს მთავარ მწვრთნელ დიმიტრის იტუდისს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაციას თავად სპეციალისტი ადასტურებს. 4...
წაკითხვა
კალათბურთი

გოგა ბითაძემ ლებრონ ჯეიმსს დაუფარა (ვიდეო)

გამთენიისას გოგა ბითაძის “ინდიანა პეისერსი” ლებრონ ჯეიმსის “ლოს ანჯელეს ლეიკერსს” დაუპირისპირდა. შეხვედრა “პეისერსისR...
წაკითხვა