ჰიმნზე დადგომა მომენატრა – თამაზ მჭედლიძე

თარიღი: მარტი 12, 2018

24 წლის ბორჯღალოსანი თამაზ მჭედლიძე ოპტიმალურ ფორმაში შედის და ‘აჟენის’ სასტარტო შემადგენლობაში ბრუნდება. ის იმედოვნებს, რომ სულ მალე ნაკრებშიც დაბრუნდება და ჰიმნზე დადგება!

სეზონის სტარტი ჩაუვარდა

მჭედლიძემ გასული ორი სეზონი კლუბსა და ნაკრებში მაღალ დონეზე ჩაატარა. 2015/16 წლების ტოპ 14-ში მან 16 მატჩში 6, ხოლო 2016/17 წლების პრო დე2-ის 21 შეხვედრაში 7 ლელო გაიტანა და გუნდს ელიტაში დაბრუნებაში დაეხმარა.

მაგრამ მიმდინარე სეზონის დებიუტში პრობლემებმა იჩინა თავი და თაზომ კლუბის სასტარტოში ადგილი დაკარგა:

„სეზონის დასაწყისში ზედიზედ ორი თამაში ჩავაგდე, რის გამოც ძირითადში ადგილი დავკარგე. ამას ფეხის კუნთის ტრავმაც დაერთო და რამდენიმე შეხვედრის გამოტოვება მომიწია. ახლა ყველაფერი რიგზეა, ყოველდღიურად ვვარჯიშობ და კუთვნილ ადგილს ვიბრუნებ. ორი თამაში შეცვლაზე ვითამაშე, ერთი კვირის წინ სასტარტოში ვიყავი და ‘ტულონთანაც’“.

საყვარელი პოზიცია

მჭედლიძემ კლუბსა და ნაკრებში თამაში გარემარბად დაიწყო, თუმცა მერე შუამარბად მოგვევლინა და გასული სეზონი თითქმის სრულად ამ პოზიციაზე ჩაატარა. მიმდინარე სეზონში, კლუბის ინტერესებიდან გამომდინარე, თაზომ პოზიცია ერთხელაც შეიცვალა და შერკინების მესამე ხაზში ითამაშა.

„ორჯერ მომიწია შერკინების მესამე ხაზში თამაში. ამ პოზიციის მოთამაშეები ტრავმირებული გვყავდა, მწვრთნელმა დამიძახა და მითხრა – დიდი ბიჭი ხარ, ფიზიკურად ძლიერი და თუ შეგიძლია მესამე ხაზში დადგომაო. დიდი ხნის უთამაშებელი ვიყავი და დავთანხმდი, მით უმეტეს მაშინვე შევთანხმდით, რომ ღია თამაშში ჩემ თამაშს ვითამაშებდი. შერკინებაში ნორმალურად ვაწვებოდი, აუტში მე კომბინაციას არავინ მიცხადებდა და სიმართლე გითხრათ, პოზიციის შეცვლა არ გამჭირვებია“ – ამბობს მჭედლიძე, რომელმაც ‘მონპელიესლთან’ გარემარბად ითამაშა, ხოლო ამ შაბათს ‘ტულონთან’ ცენტრში იდგა:

„მონპელიესთან მწვრთნელმა ფრთაზე დამაყენა, რასაც ორი მიზეზი ქონდა. წინა ორ შეხვედრაში ფიზიკური კონტაქტი მრავლად მომიწია და მეორე, ვფიქრობდით, რომ მონპელიე ფრთაზე ნადოლოს დააყენებდა და მე ის უნდა შემეჩერებინა. საბოლოოდ ნადოლოს არ უთამაშია, თუმცა არანაკლებ ძლიერი ნაგუსას წინააღმდეგ მომიწია თამაში. ახლა, როდესაც ოპტიმალურ ფორმას ვუბრუნდები, მწვრთნელმა ჩემს საყვარელ პოზიციაზე, ცენტრში გადამიყვანა“.

ხელით მეტს ვთამაშობთ

მჭედლიძის ანგარიშზე 46 სანაკრებო კეპი და 6 ლელოა, თუმცა მიმდინარე სეზონის სტარტზე საუკეთესო ფორმაში რომ არ იყო, შემოდგომის ტესტების და წლევანდელი რაგბი ევროპის ჩემპიონატის თამაშების გამოტოვება მოუწია.

„ჩემთვის, და ალბათ ჩემს მდგომარეობაში მყოფი ნებისმიერი მოთამაშისთვის, ძალიან ძნელია ნაკრების თამაშებს მაყურებლის თვალით უყურო. სასიხარულოა, რომ შემოდგომაზე უელსთან ასეთი კარგი შედეგი ვაჩვენეთ. ამ დღეს მეც თამაში მქონდა, გასახდელში ვიყავი და ცალი თვალით ტელეფონში ვიყურებოდი და ჟგუტით მხრებს ვახურებდი.

რაც შეეხება რაგბი ევროპის ჩემპიონატს, პირველი ორი თამაში ისეთი სხვაობებით მოვიგეთ, არა მგონია ვინმე უკმაყოფილო დარჩეს. განვლილ თამაშებში იყო პატარა ხარვეზები, მაგრამ ეს გამოსწორებადია და დარწმუნებული ვარ გამოსწორდება. კარგია და მომეწონა, რომ წინა წლებთან შედარებით ხელით მეტს ვთამაშობთ“ – ამბობს მჭედლიძე და ბორჯღალოსნებს მომავალ შეხვედრებში მე-16 მოთამაშის რანგში თანადგომას პირდება:

„მინდა ჩვენს ბიჭებს წარმატება ვუსურვო რუმინეთთან. სამწუხაროდ, მათ გვერდით ვერ ვიქნები, მაგრამ ისე, როგორც მე-16 მოთამაშე, მათ მხარს საფრანგეთიდნ დავუჭერ“.

თაზო იმედოვნებს, რომ ოპტიმალურ ფორმაში შესვლასთან ერთად, ის ბორჯღალოსნებშიც მალე დაბრუნდება:

„ერთი სული მაქვს როდის მომიწევს ნაკრების კვართის მორგება, ჰიმნზე დადგომა და თამაში. იმედია, ეს ყველაფერი ძალიან მალე მოხდება“.

Rugby.Ge

მსგავსი სიახლეები
რაგბი

ქართველი მორაგბე ნიკა კევლიშვილი გარდაიცვალა

6 მაისს რუსთავში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 23 წლის ქართველი მორაგბე, რუსთავის “ხარების” წევრი ნიკა კევლიშვილი […]...
წაკითხვა
კალათბურთი

ბილ გეიტსი: “ხალხი სტადიონებზე არ ივლის, ჩვეულ ცხოვრებას მინიმუმ ორ წელში დავუბრუნდე

ამერიკელი ბიზნესმენი ბილ გეიტსი ამბობს, რომ კორონავირუსული პანდემიის გათვალისწინებით ხალხი სპორტულ არენებზე სიარულს დიდი ხნის […]...
წაკითხვა
რაგბი

მამუკა გორგოძე კარიერას ასრულებს

ლეგენდარული ქართველი მორაგბე, მამუკა გორგოძე კარიერას ასრულებს. 35 წლის სპორტსმენმა ეს ინფორმაცია ტელეკომპანია იმედის ეთერში […]...
წაკითხვა
რაგბი

იტალიის მორაგბეთა ნაკრების წევრი კორონავირუსის პანდემიის დროს ექიმებს ეხმარება (ფოტო)

იტალიის მორაგბეთა ნაკრების წევრი მაქსიმე მბანდა ყოველდღიურად, 13 საათის განმავლობაში სასწრაფო დახმარების მანქანას მართავს. კორონავირუსის […]...
წაკითხვა
რაგბი

გაჯიევი: “საქართველოში რუსეთთან მატჩზე ისეთი ადამიანები მოდიან, რომლებიც რაგბის ქომა

რუსეთის მორაგბეთა ნაკრების წევრმა, ტაგირ გაჯიევმა rugger.info-სთან ინტერვიუში საქართველოსთან გაუქმებულ შეხვედრაზე ისაუბრა. დაღესტნელი მორაგბე აცხადებს...
წაკითხვა
რაგბი

საქართველო – რუსეთის მატჩი გაურკვეველი ვადით გადაიდო

“რაგბი ევროპის” გადაწყვეტილებით, მისი ეგიდით მიმდინარე და გასამართი ყველა ტურნირი და მატჩი გაურკვეველი ვადით გადაიდო. […]...
წაკითხვა
რაგბი

ოფიციალურად: საქართველო – რუსეთის მატჩი უმაყურებლოდ ჩატარდება

საქართველოს რაგბის კავშირის განცხადებით, კორონავირუსის გამო, 14 მარტს გასამართი საქართველო – რუსეთის მატჩი მიხეილ მესხის […]...
წაკითხვა
რაგბი

საქართველო – რუსეთი მაყურებლის გარეშე ჩატარდება

საქართველოსა და რუსეთის ნაკრებებს შორის 14 მარტს გასამართი სარაგაბო მატჩი მაყურებლების გარეშე ჩატარდება. ამის შესახებ […]...
წაკითხვა
რაგბი

რაგბის კავშირის განცხადება

საქართველოს რაგბის კავშირმა 14 მარტს გასამართი საქართველო-რუსეთის მატჩთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა. რაგბის კავშირის ცნობით, ამჟამინდელი [&helli...
წაკითხვა
რაგბი

გაისინი: “გვყავს საკმარისად ძლიერი ნაკრები იმისათვის, რათა საქართველო დავამარცხოთ

რუსეთის ნაკრების წევრმა, რამილ გაისინმა საქართველოსთან მატჩამდე რამდენიმე დღით ადრე მოახლოებულ დაპირისპირებაზე კომენტარი გააკეთა. გაისინი […]...
წაკითხვა
რაგბი

საქართველო – რუსეთის მატჩის დაწყების დრო შეიცვალა

რაგბი ევროპის ფინალურ ტურში საქართველოსა და რუსეთის ნაკრებებს შორის გასამართი შეხვედრა 18 საათის ნაცვლად, 16 […]...
წაკითხვა
რაგბი

საქართველოში ლურჯი ბარათი ძალაში შედის

საქართველოს რაგბის კავშირწყვეტილებით, ა.წ. 4 მარტიდან (როდესაც განახლდება ჭაბუკთა „ა“ და „ბ“ ლიგების ჩემპიონატის გათამაშება), […]...
წაკითხვა
რაგბი

რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნები გადაიდო

დღეს, 13:00 საათზე საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნები უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ არჩევნები კიდევ ერთხელ გადაიდო. […]...
წაკითხვა
რაგბი

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ბელგიის წინააღმდეგ

ბორჯღალოსანთა მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა, 22 თებერვალს ბელგიასთან გასამართი მატჩისთვის 23-კაციანი რაზმი დაასახელა. წინა ორი […]...
წაკითხვა
რაგბი

რაგბის კავშირის მიერ ბიძინა ივანიშვილისთვის დაბადების დღის მილოცვას დიდი გამოხმაურება მოჰყ

საქართველოს რაგბის კავშირმა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტით ქართველ საზოგადო და პოლიტიკურ მოღვაწეს, ბიზნესმენსა და ბიძინა […]...
წაკითხვა