ჰიონესი ციხეში გადაიყვანეს

გუშინ, საბოლოოდ დასრულდა, ული ჰიონესის სასამართლო სხდომა.

როგორც იცით, გერმანიის პროკურატურა, მიუნხენის “ბაიერნის” ლეგენდას, გადასახადების დამალვაში ადანაშაულებდა და მათ ეს დანაშაული დაუმტკიცეს, რის გამოც მას 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

ცნობილია, რომ გუშინ ჰიონესი ციხეში გადაიყვანეს. გერმანელი, სასჯელს ლანდსბერგის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოიხდის, რომელიც 80 კილომეტრით არის დაშორებული მიუნხენს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *