ჰიონესი: “ციხეში ყოფნისას ზოგჯერ პატარა ბავშვივით ვტიროდი”

თარიღი: ნოემბერი 1, 2019

მიუნხენის “ბაიერნის” ყოფილმა პრეზიდენტმა, ული ჰიონესმა, რომელსაც გერმანული კლუბის სამსახურში 49 წელი აქვს გატარებული, ციხეში ყოფნის რთული პერიოდი გაიხსენა. შეგახსენებთ, რომ ჰიონესმა გადასახადების დამალვის გამო ციხეში ერთ წელზე მეტი გაატარა.

“გადასახადების დამალვის გამო ციხეში წასვლა ჩემი ცხოვრების უდიდესი შეცდომა იყო. ამას ძალიან ვნანობ და ვთვლი, რომ ყოველგვარი კრიტიკა ჩემ მიმართ სამართლიანია.

ძალიან რთული პერიოდი გამოვიარე. დღესაც ძალიან კარგად მახსოვს ჩემ საკანში მყოფი პატიმრის ისტორია, რომელსაც წასვლა შეეძლო, თუმცა გარეთ არავინ ელოდა. ის ჩემ გვერდით დაჯდა, რადგანაც არ იცოდა სად წასულიყო. ეს შეგრძნებები ცხოვრების ბოლომდე გამყვება.

ფრანკ რიბერი ცრემლებით გამომემშვიდობა, ფანები კი სიმღერებს მიძღვნიდნენ. ამან ძალიან დიდი მოტივაცია და გამბედაობა შემმატა. ზოგჯერ ისეთი წერილები მომდიოდა, რომ პატარა ბავშვივით ვტიროდი,” – აცხადებს ჰიონესი.

მსგავსი სიახლეები