ჰიოვედესი “იუვენტუსში” გადავიდა

თარიღი: აგვისტო 30, 2017

გელზენკირხენის “შალკეს” მცველი ბენედიქტ ჰიოვედესი კარიერას იტალიის სერია A-ში გააგრძელებს. კერძოდ, გერმანელი ფეხბურთელი ტურინის “იუვენტუსს” შეუერთდა.

ბენედიქტ ჰიოვედესი “ბებერი სინიორას” რიგებში სეზონის ბოლომდე განათხოვრების წესით ითამაშებს, რაშიც ტურინელები 3,5 მილიონ ევროს გადაიხდიან. სეზონის ბოლოს “იუვენტუსს” ფეხბურთელთან სრულუფლებიანი კონტრაქტის გაფორმება შეეძლება. უკვე ცნობილია, რომ მხარეები შრომით ხელშეკრულებას 2020 წლის 30 ივნისამდე გააფორმებენ. გერმანელი მცველის კონტრაქტის გამოსასყიდი თანხა 13 მილიონი ევროა.

როგორც მოგეხსენებათ, ბენედიქტ ჰიოვედესი მთელი კარიერის განმავლობაში “შალკეს” ღირსებას იცავდა. მან გასულ სეზონში ყველა საკლუბო ტურნირზე ერთად 46 მატჩი ჩაატარა, ორი გოლი გაიტანა და ამდენივე შედეგიანი გადაცემა მიითვალა.

მსგავსი სიახლეები