ჰიოვედესი „მანჩესტერ იუნაიტედში“?

თარიღი: ოქტომბერი 29, 2014

გელზენკირხენის „შალკე 04“-ის მცველი ბენედიკტ ჰიოვედესი, შესაძლოა, „მანჩესტერ იუნაიტედში“ გადაბარგდეს.

გერმანიის ნაკრების წევრი, ძირითადად, ცენტრალური მცველის პოზიციაზე თამაშობს, თუმცა მსოფლიო ჩემპიონატზე მან მაყურებლებს თავი მარცხენა ფლანგზე თამაშითაც დაამახსოვრა.

Goal.com-ის ცნობით, „წითელი ეშმაკების“ მთავარი მწვრთნელი ლუი ვან გაალი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს უნივერსალური მცველების ძებნას გააგრძელებს, ხოლო ჰიოვედესს განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა.

26 წლის ფეხბურთელს „შალკესთან“ კონტრაქტი 2017 წლამდე აკავშირებს. კლუბის ხელმძღვანელობა მის ტრანსფერს თვრამეტ მილიონ ევროდ აფასებს, რაც მანკუნიანელთათვის მისაღები უნდა იყოს.

ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონის გათამაშებაში ბენედიკტმა ხუთ მატჩში ერთი გოლი გაიტანა.

მსგავსი სიახლეები