ჰიუნდაიმ და ქუთაისმა გამარჯვებები ბრძოლაში მოიპოვეს (მატჩისშემდგომი კომენტარები)

თარიღი: ნოემბერი 1, 2013

20-წლამდელთა ჩემპიონატის 2 მატჩს დღეს რეგიონებმა უმასპინძლეს. რუსთავსა და ქუთაისში საინტერესო თამაშები გაიმართა. ქუთაისში მასპინძლებმა “აკადემიას” 100:92 მოუგეს, ხოლო რუსთავში “ჰიუნდაიმ” დაძაბულ ბრძოლაში – 70:63 იმარჯვა.

საბოლოოდ 7-ქულიანი სხვაობით კი წააგო, თუმცა რუსთაველებმა მეტოქეს დიდი წინააღმდეგობა გაუწიეს. “ჰიუნდაი” მთელი შეხვედრის მანძილზე დამაჯერებლად იგებდა, მაგრამ ბოლო პერიოდში რუსთაველებმა სწორედ იმას მიაღწიეს, რასაც დიდ ხანს ელოდნენ. მასპინძლებმა დაიჭირეს მომენტი, როცა სწრაფი შეტევებითა და ზუსტი შორი სროლებით ჩამორჩნა მინიმუმამდე შეამცირეს. გიორგი დვალის, გიგა გოგობერიშვილისა და გიორგი ტურძელაძის სიზუსტის წყალობით რუსთაველებმა ჩამორჩენა, რომელიც მეორე მეოთხედში თითქმის 20-ამდე ავიდა, 1 ქულამდე შეამცირეს.

შეხვედრის დასრულებამდე 5 წუთით ადრე ყველაფერი ახლიდან დაიწყო. “ჰიუნდაის” ის ლიდერობა გამოეცალა ხელიდან, რომელსაც მთელი შეხვედრის მანძილზე ფლობდა. გადამწყვეტ წუთებში სტუმრებმა მაინც თავისი გაიტანეს. სანდრო სანაძემ, რომელიც მანამდეც და გადამწყვეტ წუთებშიც მაღალი შედეგიანობით გამოირჩოდა, “ჰიუნდაისთვის” მეტად საჭირო ბურთები ჩააგდო. სანაძეს მხარი თანაგუნდელებმაც აუბეს და მასპინძლები წასაგებად გაიწირნენ.

გამარჯვებულ “ჰიუნდაის” 27 ქულით სანაძემ ულიდერა, ლუკა ბულიავას ანგარიშზე კი 15 დაგროვდა. რუსთაველთაგან 19 ქულით 16 წლის გიორგი ტურძელაძე გამოირჩა.

რაც შეეხება ”ქუთაისისა” და ” აკადემიის” შეხვედრას, ქუთაისელებს ორმაგი დუბლით ერთბაშად ორმა კალათბურთელმა ულიდერა – უჩა გამრეკლიძემ 23 ქულა და 15 მოხსნა მიითვალა,  გიორგი ცირეკიძემ – 23 ქულა და 17 მოხსნა.  ლევან გრძელიძემ კი ქუთაისის გუნდს 22 ქულა და 9 ჩაჭრა შესძინა. ”აკადემიის” მხრიდან 40 ქულა დააგროვა ბექა დარახველიძემ, რომელმაც 10 მოხსნაც მიითვალა და ორმაგი დუბლი შეასრულა, ხოლო ნიკა ამირხანაშვილის ანგარიშზე 25 ქულა დაგროვდა.

მატჩისშემდგომი კომენტარები

ქუთაისიაკადემია  100:92

კობა კირთაძე (”ქუთაისის” მთავარი მწვრთნელი): პირველ რიგში აღვნიშნავ რომ წინ  ძალიან დაძაბული ჩემპიონატი გველის, გუნდები კარგად არიან დაკომპლექტებულნი და თამაშები ძალიან საინტერესოდ ჩაივლის. მივესალმები იმ ფაქტს რომ ჩემპიონატი 4 წრედ ტარდება.  ეს  ბევრად მეტი თამაშის საშუალება გვაძლევ და დიდად წაადგებათ ბიჭებს. გამოვარჩევდი შსს აკადემიისა და ოლიმპის გუნდებს. ისინი საკმაოდ ძლიერად გამოიყურებიან. რაც შეეხება დღევანდელ მატჩს,  ვიტყოდი რომ ჩვენ გაცილებით გამოცდილი მოთამაშეები გვყავს – გიორგი ცირეკიძე, ლევან გრძელიძე და  უჩა გამრეკლიძე, რომლებსაც  სუპერლიგაში აქვთ ნათამაშები. აკადემიას კი ახალგაზრდული გუნდი ჰყავს და არც ტანმაღალი კალათბურთელებით გამოირჩევა. აქედან გამომდინარე საკმაოდ დიდი უპირატესობა გვქონდა  და ვფიქრობ ამ შეხვედრაში უფრო დიდი სხვაობითაც  უნდა მოგვეგო, თუმცა მეტოქემ ბოლომდე იბრძოლა და  დიდი წინააღმდეგობა გაგვიწია.

გელა წულაძე (”აკადემიის” მთავარი მწვრთნელი):  კმაყოფილი ვარ დღევანდელი შეხვედრით და ბიჭების თამაშით. ქუთაისს ძალიან ძლიერი და  გამოცდილი გუნდი ჰყავს და შეიძლებოდა უფრო დიდი ანგარიშით დავმარცხებულიყავით. ჩვენს ფარზე მეტოქეს 31 მოხსნა აქვს  და ამ მაჩვენებლითაც კარგად ჩანს სიმაღლის მხრივ მისი უპირატესობა.  მიუხედავად ამისა ბიჭებმა ბოლომდე იბრძოლეს და  მეტოქეს დიდი წინააღმდეგობა გაუწიეს. ასევე აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ გვაკლდა ერთ-ერთ წამყვანი მოთამაშე საბა ჯაყელი, რომელმაც წელის ტრავმა მიიღო და გუნდს  2 კვირის განმავლობაში ვერ დაეხმარება.

რუსთავი-ჰიუნდაი  63:70

ირაკლი ჯაფარიძე, (“რუსთავის” მთავარი მწვრთნელი): მიუხედავად მარცხისა, ჩვენი გუნდის თამაშით უკმაყოფილოები არ ვართ. “ჰიუნდაი” ძლიერი გუნდია და ჩვენზე გაცილებით გამოცდილი მოთამაშეები ჰყავს. “რუსთავს” მხოლოდ 3 კალათბურთელი ჰყავს ამ, 20-წლამდელთა ჩემპიონატის ასაკის, დანარჩნები 2-3 წლით პატარები არიან და კმაყოფილების გრძნობაც ამიტომ გვაქვს, გაცილებით გამოცდილ გუნდს რომ ღირსეულად ვეთამაშეთ. ბოლო პერიოდში ჩამორჩენა მინიმუმამდე შევამცირეთ, თუმცა “ჰიუნდაიმ” სრული მობილიზება მოახდინა და ასაკში სხვაობაც აქ გამოჩნდა. ჩვენებს ძალა აღარ ეყოთ და გადამწყვეტ წუთებში მეტოქეს სათანადო წინააღმდეგობა ვეღარ გაუწიეს.

 ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი (“ჰიუნდაის”მთავარი მწვრთნელი): შეიძლებოდა უფრო დამაჯერებლად მოგებაც, მაგრამ მეტოქემ ამის საშუალება არ მოგვცა. “რუსთავი” ძალიან მებრძოლი გუნდია და საკუთარ მოედანზე იოლად არაფერს თმობს. ჩვენ გვაკლდა 2 წამყვანი მოთამაშე ლუკა ზაქრაძისა და კახა ტომარაძის სახით, რომელთა გამოჯანმრთელების შემდეგ შედეგებს მნიშვნელოვნად გავაუმჯობესებთ. “ჰიუნდაის” მიზანი ამ სეზონში ჩემპიონობისთვის ბრძოლაა.

u-20.ge

მსგავსი სიახლეები
კალათბურთი

ესპანეთი მსოფლიოს ჩემპიონია! არგენტინა ვერცხლს დასჯერდა

15 სექტემბერს ჩინეთში მიმდინარე მსოფლიოს საკალათბურთო ჩემპიონატის ფინალი შედგა ესპანეთისა და არგენტინის ნაკრებებს შორის. მართალია, […]...
წაკითხვა
კალათბურთი

საფრანგეთი დამარცხებულია! არგენტინა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია

ჩინეთში მიმდინარე მსოფლიოს 2019 წლის საკალათბურთო ჩემპიონატი კულმინაციას უახლოვდება. გათმაშების პირველ ნახევარფინალურ შეხვედრა ესპანეთისა და […...
წაკითხვა
კალათბურთი

სუპერმატჩი! ორი ოვერტაიმის შემდეგ ესპანეთი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია

ჩინეთში მიმდინარე მსოფლიოს 2019 წლის საკალათბურთო ჩემპიონატი კულმინაციას უახლოვდება. გათმაშების პირველ ნახევარფინალურ შეხვედრა ესპანეთისა და […...
წაკითხვა
კალათბურთი

“ბედნიერი ვარ, რომ ეს ყველაფერი მოხდა” – ზაზა ფაჩულიამ კარიერა დაასრულა

ზაზა ფაჩულიამ მოთამაშის კარიერა დაასრულა. ამის შესახებ ცნობილი რამდენიმე დღის წინ გახდა, ხოლო თავად კალათბურთელმა […]...
წაკითხვა
კალათბურთი

ოფიციალურად: ზაზა ფაჩულია “გოლდენ სტეიტში” იმუშავებს

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების ყოფილი კაპიტანი, ზაზა ფაჩულია “გოლდენ სტეიტში” დაბრუნდა, სადაც ის საკალათბურთო და ბიზნესის […]...
წაკითხვა
კალათბურთი

სანიკიძე “არისის” სპორტულ დირექტორად დაინიშნა

საქართველოს ნაკრების ყოფილი კალათბურთელი, ვიქტორ სანიკიძე ბერძნული საკალათბურთო კლუბის, “არისის” სპორტული დირექტორი გახდა. სანიკიძე კლუბთა...
წაკითხვა
კალათბურთი

ანატოლი ბოისა ამერიკიდან დიდი გამოცდილებითა და შთაბეჭდილებებით დაბრუნდა

ახალგაზრდა, დამწყებმა მწვრთნელმა, ანატოლი ბოისამ საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის დახმარებით ამერიკაში 2 მნიშვნელოვან ღონისძიებაში მიიღო [&...
წაკითხვა
კალათბურთი

10 სპორტსმენი, რომელთაც ინსტაგრამზე დადებულ თითო პოსტში ყველაზე მეტ თანხას უხდიან

პლატფორმა Hopper HQ-მ გამოაქვეყნა იმ სპორტსმენთა ათეული, რომელთაც სოციალურ ქსელ ინსტაგრამზე განთავსებულ თითოეულ პოსტში ყველაზე […]...
წაკითხვა
კალათბურთი

ევროპის 2021 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირში საქართველოს მეტოქეები კენჭისყრის შედ

ევროპის 2021 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირში საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია. ჩვენი ნაკრები მოხვდა E ჯგუფში, […]...
წაკითხვა
კალათბურთი

ბითაძემ “ინდიანა პეისერსთან” კონტრაქტი გააფორმა – გოგას ანაზღაურება ცნობ

გოგა ბითაძე ოფიციალურად “ინდიანა პეისერსის” წევრია. ქართველმა კალათბურთელმა “პეისერსთან” ახალბედისათვის გარანტირებული კონტრაქტ...
წაკითხვა
კალათბურთი

ოფიციალურად: საქართველო 2021 წლის ევრობასკეტის ჯგუფურ ეტაპს უმასპინძლებს

დღეს, გერმანიის ქალაქ მიუნხენში, ფიბა ევროპის შტაბ-ბინაში 2021 წლის ევრობასკეტის მასპინძელი ოთხი ქვეყანა დასახელდა. აღსანიშნავია, […]...
წაკითხვა
კალათბურთი

საქართველოს 20-წლამდე ნაკრებმა სომხეთი 98:46 დაამარცხა (ვიდეო)

საქართველოს 20-წლამდე საკალათბურთო ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონის მეორე შეხვედრაში სომხეთი დამაჯერებლად, 98:46 დაამარცხა. საქართველოს [&hel...
წაკითხვა
კალათბურთი

დემარკუს კაზინსი კარიერას “ლოს-ანჯელეს ლეიკერსში” გააგრძელებს

“გოლდენ სტეიტის” ვარსკვლავური ცენტრი, დემარკუს კაზინსი, კარიერას “ლოს-ანჯელეს ლეიკერსში” გააგრძელებს. ამ ინფორმაციას ორივე კლუ...
წაკითხვა
კალათბურთი

კავაი ლეონარდის ახალი კლუბი ცნობილია!

ამერიკის საკალათბურთო ასოციაციის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე, კავაი ლეონარდი უახლოეს ხანებში “ლოს ანჯელეს კლიპერსის” კალათბურთელი გახდება....
წაკითხვა
კალათბურთი

კევინ დურანტსა და კაირი ირვინგს “ბრუკლინ ნეტსში” ვიხილავთ

გავლენიანი უცხოური გამოცემები ერთხმად ადასტურებენ ინფორმაციას “გოლდენ სტეიტის” ფორვარდის, კევინ დურანტის, “ბრუკლინ ნეტსში” გად...
წაკითხვა