ჰიუსტონში მოგებულ მატჩში ფაჩულიამ 10 ქულა და 9 მოხსნა მოაგროვა
ზაზა ფაჩულიამ მორიგი შედეგიანი მატჩი ჩაატარა. მისმა „გოლდენ სტეიტმა“ დასავლეთ კონერენციის ერთ-ერთი ფავორიტი „ჰიუსტონი“ სტუმრად 125:108 დაამარცხა და ამაში ფაჩულიას დამსახურება სოლიდურია.
ქართველმა ცენტრმა ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში ითამაშა და მოედანზე გატარებულ 20 წუთში ორმაგ დუბლამდე 1 მოხსნა დააკლდა. ფაჩულიამ 5-დან 3 ორქულიანი, ხოლო 6-დან 4 საჯარიმო ჩააგდო და 10 ქულას უწია. ქართველი ლეგიონერის ანგარიშზე 10 ქულასთან ერთად 9 მოხსნა, 2 პასი და 2 ჩაჭრა დაგროვდა.
მატჩის ბედი მესამე პერიოდში გადაწყდა, რომელიც სტუმრებმა 37:22 მოიგეს და 99:79 დაწინურდნენ. გამრჯვებულებს ისევ კევინ დიურნტმა ულიდერა, რომელმაც 32 ქულა და 7 პასი მიითვალა. 24 ქულა და 7 პასი სტეფ კარის ანგარიშზე იყო. „ჰიუსტონში“ 22 ქულითა დ 12 მოხსნით კლინტ კაპელა გამოირჩა. ჯეიმზ ჰარდენის ანგარიშზე კი 17 ქულა და 11 პასი დაგროვდა.
„გოლდენ სტეიტს“ 37 მოგება და 6 მარცხი აქვს, რითაც ლიგის ერთპიროვნული ლიდერია. მომდევნო შეხვედრა ფაჩულიას გუნდს 22 იანვარს, ორლანდოში „მეჯიქთან“ ელის.
GBF.GE