ჰოჯსონი პენსიაზე გასვლას არ აპირებს
ინგლისის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი არ აპირებს პოსტის დატოვებას, იმისდა მიუხედავად, რომ მისმა გუნდამ საშინლად იასპარეზა მსოლფიო ჩემპიონატზე და დიდი ალბათობით ჯგუფში ჩარჩება.
იტალიასთან და ურუგვაისთან მარცხის შემდეგ ინგლისს მხოლოდ თეორიული შანსი დარჩა ჯგუფიდან გასვლის: იტალიის ნაკრებმა დარჩენილი ორივე შეხვედრა უნდა მოიგოს, რის შემდეგაც ინგლისის ნაკრებმა კოსტა რიკას ორბურთიანი სხვაობით ანუ ჰანდიკაპით უნდა მოიგოს, რომ ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავოს.
ინგლისის ნაკრები დიდი შემართებით გაემგზავრა ამ ტურნირზე, მაგრამ რეალობა მწარე აღმოჩნდა. როი ჰოჯსონი კი ნაკრებიდან წასლას არ ფიქრობს:“მე არ მსურს ნაკრებიდან წასვლა. მე ნამდვილად ბედნიერი ვარ, რომ ფეხბურთელები ჩემს დავალებებს ზედმიწევნით ასრულებენ.”
“რაღა თქმა უნდა, მე ძალიან გაბრაზებული ვარ ამ მარცხით, მაგრამ პენსიაზე გასვლას არ ვაპირებ. მეორე მხრივ კი თუ FA გადაწყვეტს, რომ მე ნაკრებს და ამ სამუშაოს ვერ ვერგები, ეს მათი გადაწყვეტილება იქნება და არა ჩემი.” – განაცხადა ჰოჯსონმა BBC-თან.
წყარო: მანჩესტერ იუნაიტედის ქართული ფან-კლუბი – http://redarmy.ge/