ჰოლანდია: სამიდან სამი
ჰოლანდიის ნაკრებმა ჯგუფში მესამე გამარჯვება მოიპოვა და პლეი-ოფში პირველი ადგილით გავიდა.
ჰოლანდია და ჩილე უკანასკნელი ტურის შეხვედრაში პირველი ადგილისთვის იბრძოდნენ. გუნდებმა პირველივე წუთებიდან აქტიურად დაიწყეს. დებიუტში უპირატესობა ჩილეს გუნდამ მოიპოვა. სამპალოის შეგირდებმა იგრძნის, რომ ჰოლანდიელებს საუკეთესო დღე არ ქონდათ და მეტოქე შემტევი ტიკი-ტაკა შესთავაზეს. ჩილელები საკმაოდ აქტიურები იყვნენ და ჰოლანდიელ მცველებს მოსვენებას არ აძლევდნენ.
ლუი ვან გაალის გუნდმა მომენტების შექმნა ტაიმის ბოლოს დაიწყო. რობენმა და კომპანიამ თამაშის დალაგება მოახერხეს, რაც კიდევ უფრო თვალსაჩინო შესვენების შემდეგ გახდა. ჰოლანდიელები გასახდელიდან თითქოს დაქოქილები გამოვიდნენ და მოედნის ყოველ მონაკვეთზე იბრძოდნენ. ამის გამოყენებას ჩილელები ეშმაკურად ცდილობდნენ, თუმცა პენალტის მოპოვების რამდენიმე მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა.
გადამწყვეტი სიტყვა მატჩში ლუი ვან გაალმა სწორი ცვლილებით თქვა. შეხვედრის დასრულებამდე 15 წუთით ადრე მოედანზე ახლადშემოსულმა ლეროი ფერმა ანგარიში გახსნა.
გაშვებული გოლის შემდეგ ჩილემ დიდი ძალებით შეუტია და როგორც ხშირად ხდება ბოლო წუთებზე კონტრშეტევა მიიღო, რომელიც გოლით დეპაიმ დააგვირგვინა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 2:0.
გოლები: ფერი 77′ ; დეპაი 92′