ჰოლანდიამ პორტუგალიის ნაკრები გაანადგურა (ვიდეო)
26 მარტს ამხანაგურ მატჩში ერთმანეთს პორტუგალიისა და ჰოლანდიის საფეხბურთო ნაკრებები გაეჯიბრნენ. ინგლისთან წაგებული მატჩის (0:1) შემდეგ გულშემატკივარმა სულ სხვა ჰოლანდიის ნაკრები იხილა, რომელმაც მეტოქე გამანადგურებელი ანგარიშით დაამარცხა (0:3).
ანგარიში შეხვედრის მე-11 წუთზე მემფის დეპაიმ გახსნა. 32-ე წუთისთვის ბაბელის გოლის წყალობით ანგარიშში სხვაობა ორამდე გაიზარდა. საბოლოო ანგარიში კი შეხვედრის 45-ე წუთზე ვირჯილ ვან დეიკმა დააფიქსირა.
აღსანიშნავია, რომ ეს პირველი შემთხვევა იყო ევრო-2016-ის ფინალის შემდეგ, როდესაც რონალდუმ მეტოქის კარში ერთხელაც ვერ დაარტყა (ნაკრებში ჩატარებულ მატჩებში).
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ჯასტინ კლუივერტმა ჰოლანდიის ნაკრებში სადებიუტო მატჩი ჩაატარა
პორტუგალია: ლოპეში; რუი, როლანდო (ნეტო 46′), ფონტე, კანსელო; გომეში (ანდრე სილვა 46′), ფერნანდესი, სილვა (გედეში 46′), ფერნანდესი (ჟოაო მარიო 78′)’; რონალდო (მოუტინიო 68′), ქუარეჟმა (მარტინსი 56′)
მთავარი მწვრთნელი: ფერნანდო სანტუში
ჰოლანდია: სილესენი; ტეტე (ტილი 78′), დე ლიგტი (ფოსუ-მენსა 84′), ვან დეიკი, აკე, ვილენა (დე ვრეი 67′); ვეინალდუმი (დე რუნი 69′), პროპერი, ვან დე ბიკი; ბაბელი, დეპაი (კლუივერტი 78)
მთავარი მწვრთნელი: რონალდ კუმანი