ჰოლანდიელი ლუკ ნაიჰოლტი დინამოს აკადემიას უხელმძღვანელებს
დღეს ვიტალი დარასელიას სახელობის დინამოს აკადემიაში კლუბის პრეზიდენტმა, ბატონმა რომან ფიფიამ აკადემიის ახალ ხელმძღვანელად ჰოლანდიელი ფეხბურთის სპეციალისტი- ლუკ ნაიჰოლტი წარადგინა.
რომან ფიფია: იმ ერთი წლის მანძილზე, რაც დინამოს აკადემია ოფიციალურად ფუნქციონირებს, შეიქმნა სრულიად ახალი საფეხბურთო გარემო, რომელსაც საქართველოში ანალოგი არ გააჩნია. დინამოს მთავარი პრიორიტეტია ვიყოთ ყველაფერში პირველები და წარმატებულები. ამისთვის მეც და მთელი ჩვენი გუნდი ყველაფერს ვაკეთებთ.
ჩვენი მომავალი წარმატებისთვის აუცილებელია, რომ აკადემიის ბავშვები დაეუფლონ ისეთ ფეხბურთს, რომელსაც დღეს ევროპაში თამაშობენ. შესაბამისად აკადემიის ხელმძღვანელის შერჩევისას არაერთი კანდიდატურა განვიხილეთ და საბოლოოდ ჩვენი არჩევანი ლუკ ნაიჰოლტზე შეჩერდა.
ირაკლი ვაშაკიძე: ლუკ ნაიჰოლტს, რომელიც ამიერიდან ჩვენი აკადემიის ხელმძღვანელი იქნება- წარმატებებს ვუსურვებ. გიორგი მინაშვილი დარჩება ჩვენთან და იმუშავებს ბატონ ლუკთან. მინდა მადლობა გადაუხადო გიორგის გაწეულ საქმიანობაში.
ლუკ ნაიჰოლტი: უპირველესად აღვნიშნავ, რომ მოხარული და მოხიბლული ვარ აქ ყოფნით. ევროპაში უამრავ კლუბს შეშურდება აქაური გარემო და ინფრასტრუქტურა. გვაქვს ყველანაირი პირობა რათა ჩვენი მუშაობა და შედეგები მაქსიმალურად გავაუმჯობესოთ. მწვრთნელებს მთლიანად გავუზიარებ ჩემს გამოცდილებას და მაქსიმალურად დავხვეწავთ ახალგაზრდების საფეხბურთო მონაცემებს. შეიძლება ითქვას, რომ 90% ერთად ვიქნებით მოედანზე და 10% ოფისში.
ლუკ ნაიჰოლტი
დაიბადა 1961 წლის 29 ივლისს
საფეხბურთო კარიერა: ჰაარლემი, ვოლენდამი, უტრეხტი, აზ-67 ალკმაარი, მოზერუელი, სუინდონი.
სამწვრთნელო კარიერა: აზ-67 ალკმაარი, ტელსტარი, რედ ბული, ყატარის ოლიმპიური ნაკრები, შანდუნ ლუნენი.
FCDinamo.GE