ჰოლანდიის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერ ითამაშებს
ჰოლანდიის ეროვნული ნაკრები 2002 წლის შემდეგ პირველად მსოფლიო ჩემპიონატზე ვერ გაემგზავრება.
დღეს ევროპაში დასრულდა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი და გაირკვა იმ გუნდების ვინაობა, რომლებმაც ჯგუფური ეტაპი წარმატებით დაძლიეს და რუსეთისკენ აიღეს გეზი.
სამწუხაროდ, არიან გუნდები, რომლებმაც ამ შესარჩევის დროს მოლოდინები ვერ გაამართლეს. ერთ-ერთი მათგანია ჰოლანდიის ნაკრები. დღეს გადამწყვეტ ბრძოლაში ამ გუნდმა მოახერხა გამარჯვების მოპოვება, მაგრამ არა საკმარისი ბურთების სხვაობით. რა თქმა უნდა, გულდასაწყვეტია ისეთი გამორჩეული ნაკრების გარეშე მუნდიალის ყურება, რომელმაც ბოლო ორ მსოფლიო ჩემპიონატზე დასამახსოვრებელი შედეგი დააფიქსირა.
არიენ რობენისა და მისი თანაგუნდელების თავდაუზოგავი მცდელობის მიუხედავად, ჰოლანდიელებმა ვერ შეძლეს წარმატების მიღწევა. საბოლოოდ რობენის დუბლის წყალობით მათ დაამარცხეს შვედეთის ნაკრები 2-0, მაგრამ როგორც ავღნიშნეთ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა.