“ჰოლანდის ახალი მეგობარი გოგონა” – დორტმუნდის “ბორუსიას” პოსტი “აუგსბურგთან” მატჩის შემდეგ (ფოტო)
18 იანვარს დორტმუნდის “ბორუსიაში” ერლინგ ჰოლანდის დებიუტი შედგა. 19 წლის თავდამსხმელი “აუგსბურგთან” მატჩში მოედანზე 56-ე წუთზე შემოვიდა, როცა ანგარიში “აუგსბურგის” სასარგებლოდ 3:1 იყო. ჰოლანდმა ბრწყინვალედ ითამაშა და სამი გოლი გაიტანა. საბოლოოდ, მატჩი დორტმუნდელთა გამარჯვებით (3:5) დასრულდა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, ახალგაზრდა ფეხბურთელმა ბურთი შინ სამახსოვროდა წაიღო, რასაც “ბორუსიას” ოფიციალურმა გვერდმა სოციალურ ქსელ Twitter-ში პოსტი მიუძღვნა.
“დორტმუნდში მხოლოდ სამი კვირაა იმყოფება და მან უკვე იპოვა ახალი მეგობარი გოგონა”, – ვკითხულობთ პოსტში.
რამდენიმე თვის წინ, ჰოლანდმა ერთ-ერთ ინტერვიუში თქვა, რომ მას ხუთი მეგობარი გოგონა ჰყავს – ხუთი ბურთი, რომელიც მან ჰეთ-თრიქების შესრულების შემდეგ სახლში წაიღო.
In Dortmund for only three weeks and this guy already found a new girlfriend ⚽️🛏😄 @ErlingHaaland pic.twitter.com/16lITUhYbV
— Borussia Dortmund (@BVB) January 18, 2020