ჰოლანდის მამა: “ჩემი ვაჟი პრემიერ ლიგისთვის არის შექმნილი”
“ზალცბურგის” ვარსკვლავის, ერლინგ ჰოლანდის, მომავლის შესაძლო განვითარებაზე კომენტარი მამამისმა გააკეთა, რომელიც გარკვეული დროის მანძილზე “მანჩესტერ სიტის” ღირსებას იცავდა. შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდა ჰოლანდის გადაბირეით “მანჩესტერ იუნაიტედია” დაინტერესებული.
“ბავშვობაში ერლინგი ინგლისურ კლუბებს გულშემატკივრობდა. ის “ლიდსს” “მანჩესტერ სიტისა” და “ნოტინგემს” ქომაგობდა. რა თქმა უნდა, ამაში ჩემი ზეგავლენა დიდი იყო, თუმცა ახალგაზრდობაში ასე ხდება.
თუმცა, ფანობასა და მუშაობას შორის დიდი განსხვავებაა. ვფიქრობ, კარიერის რაღაც ეტაპზე ერლინგიც ითამაშებს პრემიერ ლიგაში. მაგრამ არ ვიცი როდის მოხდება ასეთი რამ. ინგლისის ჩემპიონატში თამში ძალიან რთულია. ის პრემიერ ლიგისთვის არის შექმნილი,” – აცხადებს ალფ-ინგე ოლანდი.
შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ოთხ მატჩში ერლინგ ჰოლანდმა შვიდჯერ შეძლო მეტოქის კარის აღება და ბომბარდირთა დავასაც ერთპიროვნულად ლიდერობს.