“ჰოლანდს შეეძლო პატარა ბიჭი გაეხარებინა, მაგრამ ამაზე უარი თქვა”
გიბრალტარის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა, რის სტაიჩმა დორტმუნდის “ბორუსიას” ახალგაზრდა ვარსკვლავის, ერლინგ ჰოლანდის შესახებ ისაუბრა. 32 წლის გიბრალტარელმა ფეხბურთელმა მარტში ნორვერგიის წინააღმდეგ გამართული მატჩის შემდეგ მომხდარი გაიხსენა.
“მარტში ნორვეგიას შევხვდით და 0:3 დავმარცხდით. ჰოლანდს ამ მატჩში გოლი არ გაუტანია, მწვრთნელმა ის შეცვალა და კარგ ხასიათზეც არ იყო. თამაშის დასრულების შემდეგ, ჩვენი გუნდის კაპიტან როი ჩიპოლინასა და ჰოლანდს ინტერვიუები ჩამოართვეს. ჩიპოლინამ მას უთხრა: “ჩემი პატარა ბიჭი შენი დიდი ფანია, რას იტყვი, მაისურები რომ გავცვალოთ?” ჰოლანდმა მას შეხედა, გაიცინა და წავიდა! მას შეუძლია ბევრი რამ იყიდოს, მაგრამ კლასს ვერასოდეს იყიდის.
ჰოლანდს შეეძლო პატარა ბიჭი გაეხარებინა, მაგრამ ამაზე უარი თქვა. სწორედ ამიტომ, სექტემბერში გამართულ მატჩში მისთვის მაისური აღარავის გვითხოვია”, – ციტირებს სტაიჩის სიტყვებს Goal.Com.