ჰოლივუდური დასაწყისი

თარიღი: ნოემბერი 28, 2013

N შტატის N ქალაქის N სპორტული გუნდი მძიმე კრიზისშია. მოთამაშეები დუნედ და უნიათოდ თამაშობენ; ფიზიკური მზადყოფნის მაჩვენებელი ნოლს ქვემოთაა; ტექნიკა თითქმის ბოლომდე დაუჩლუნგებულია, ტაქტიკასა და სტრატეგიაზე ხომ საერთოდ აღარავინ ფიქრობს. მთავარი კი დაბეჩავებული მორალური მდგომარეობაა: ბიჭები (ან გოგოები) ყველა მატჩზე წასაგებად გადიან და აგებენ კიდეც. გუნდი დამარცხებით შეწუხებულმა გულშემატკივარმაც მიატოვა, ცარიელ ტრიბუნებზე მხოლოდ რამდენიმე ერთგული ფანი (ოდნავ შერეკილო) ხრიალებს და საყვარელ გუნდს სამარეში მიჰყვება.

მას შემდეგ, რაც ამ დამთრგუნველ რეალობას ვეცნობით, ფილმში შემოდის მთავარი გმირი (რომლესაც, სხვათა შორის, პირადი ხასიათის არაერთი პრობლემა უღრღნის გულს) და იწყებს ჩვენი გუნდის გამოცოცხლებას. ამაღელვებელი მუსიკის ფონზე ჩვენ ვაკვირდებით, თუ როგორ წურავს მავანი გმირი შეგირდებს ოფლში და როგორ უბრუნებს მათ დავიწყებულ თვისებებს. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, უბრუნებს საკუთარი თავი რწმენას და გამარჯვებაც ბრუნდება.

ყველაფერი კი იმით მთავრდება, რომ ჩვენი გუნდი პრინციპულ მეტოქესთან დაძაბულ ბრძოლაში შთამბეჭდავ გამარჯვებას აღწევს და დიდების მწვერვლზე ადის. (აბა თუ დათვლით, რამდენი ასეთი ამერიკული ფილმი გაქვთ ნანახი).

ეს ფაბულა მაშინ გამახსენდა, როცა მეგობრებს საქართველოსა და ჰოლანდიის ფეხბურთლთა ახალგაზრდული ნაკრებების მატჩზე წავყევი. ასე მითხრეს, კარგი ბიჭები არიანო, მაგათი იმედი გვაქვსო, ეს ეროვნული ნაკრებიდან დაიმატესო, ის ძალიან ნიჭიერიაო, ამას ყველა აქებსო… მოკლედ, წავედი და ვნახე, როგორ წააგო ამ ჩემმა იმედისმომცემმა გუნდმა საკუთარ მოედანზე 0:6. ჰოლივუდური დასაწყისი კი გულშემატკივრების ერთმა ჯგუფმა გამახსენა. ქართული ფეხბურთის ამ უცნაურმა ქომაგებმა სიმწრის ცრემლები და ყელზე მომდაგარი ლანძღვა-გინებაც კი ჩაიკლეს და თითქმის მთელი 90 წუთი საბრძოლო სიმღერები აგუგუნეს. ეს კი მოედანზე მიმდინარე უჯიგრობის ფონზე იმდენად კონტექსტიდან ამოვარდნილი იყო, რომ ძალაუნებურად ამერიკელი ფანატები გამახსენა, რომლებიც ჰოლივუდური სცენარის მიხედვით, ფილმის ბოლოს დიდ ბედნიერებას ეწევიან ხოლმე.

ამის შემდეგ კი იმაზე დავფიქრდი, როდის უნდა დაიწყოს ქართულ ფეხბურთში ფილმის  შუა ნაწილი, სადაც დიდი შრომა და ოფლისღვრაა ნაჩვენები, და რომელმაც ჰოლივუდურ „ჰეფი ენდამდე“ უნდა მიგვიყვანოს.

აქ კი გიორგი დევდარიანის ბოლოდროინდელი ინტერვიუ გამახსენდა.  მე თუ მკითხავ, ეს სიტყვები, სულაც რევოლუციური იყო, მაგრამ განსაკუთრებული გამოხმაურების გარეშე დარჩა (როგორც საინტერესო მოვლენების უმრავლესობა ამ დალოცვილ ქვეყნაში). აი, რა თქვა დევდარიანმა:

“ახლა ფეხბურთელი, რომლის თვალსაწიერი BMW-თი იწყება და მთავრდება, იმ BMW-ის ყიდვის შემთხვევაში, ამოწურავს თავის მოტივაციას. ადამიანს კი, რომელსაც წიგნის მეშვეობით საუკუნეებში უმოგზაურია, სხვადასხვა გმირთან ერთად და შეუგრძნია ამ წიგნის საშუალებით უფრო დიდი ფასეულობა, ვიდრე BMW-ეა, ის არ დაკმაყოფილდება ავტომობილით”.

რამდენი აზრი მოგვისმენია ქართული ფეხბურთის გასაჭირზე, სისტემურ კრიზისზე და ა.შ. მაგრამ არ მახსოვს, რომ ვინმეს ეს პრობლემა განათლებისა (თუ გაუნათლებლობის) და ღირებულებათა სიმწირის კუთხით დაენახოს. არ მომისმენია, რომ ვინმეს ფეხბურთთან ერთად წიგნი ეხსენებინოს (თუ ვინმემ ახსენა და მე გამომრჩა, მაპატიეთ. ასეთები ძალიან ცოტანი ხართ, ძმებო) და ამით მიენიშნებინოს, რომ ახალგარზდა მობურთალებს არასწორად ვზრდით და რომ მხოლოდ „პად სებიას“ ცოდნა თამაშებს ვერ იგებს.

იმის თქმაც თავხედობა იქნება, რომ  სხვა სპორტსმენები კითხვით  თავს იკლავენ და მხოლოდ ფეხბურთელები არიან უწიგნურნი, მაგრამ სხვების ფონზე ამ ულამაზესი თამაშის მიმდევრებს აშკარად ეტყობათ, რომ გაურკვევლობაში არიან და თავადაც ვერ მიმხვდარან, რა უნდათ და რისი მიღწევა შეუძლიათ. არ სჯერათ, რომ მწვერვალები მხოლოდ რონალდოებს, ზიდანებს და მატერაცებს არ ეკუთვნით. არ სწამთ, რომ შრომას აზრი აქვს და შედეგიც შესაბამისი მოაქვს. ამიტომაც ივიწყებენ ბავშვობის ოცნებს და ჩერდებიან BMW-ზე.

როცა მსჯელობა გამოსავლის ძიებას მიადგება ხოლმე, ზოგი ფედერაციის ხელმძღვანელობის შეცვლას ასახელებს, ზოგი ახალი ბაზების აშენებას, ზოგი მწვრთნელბის გადამზადებას ან ბავშვების უკეთეს სელექციას. იქნებ ამ ყველაფერს ამ ბავშვების შინაგნი სამყაროს მოწესრიგება ჯობდეს და „სამი მუშკეტერის“ ან „უთავო მხედრის“ წაკითხვამ უკეთესად მოგვიგვაროს პრობლემები მოედანზე, ვიდრე მრავალმილიონიანი ბაზების მშენებლობამ.

იმის გარანტიას, რომ წიგნის კითხვა ჩვენ ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატზე გაიყვანს, ვერც მე მოგცემთ და ვერც გიორგი დევდარიანი, მაგრამ ცდად ნამდვილად ღირს. ყველაფერი უნდა ვცადოთ და რაღაც აუცილებლად გაამართლებს. აბა როდემდე უნდა ვიყოთ ასე, ჰოლივუდურ დასაწყისში ჩარჩენილები?!

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

ლუკა რაზმაძე ეროვნული ლიგის რეკორდსმენია

გორის “დილას” კაპიტანმა ლუკა რაზმაძემ ეროვნულ ლიგაში (იგულისხმება უმაღლესი ლიგა) 446-ე მატჩი ჩაატარა და ამ […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ეროვნული ლიგა – კოვტალიუკი გოლით დაბრუნდა, “დინამომ” კუტალიას დუბლით მოი

ეროვნული ლიგის 28-ე ტურის მე-2 დღის შეხვედრები სტუმრების გამარჯვებით დასრულდა. საჩხერის “ჩიხურამ” პირველ ტაიმში თბილისის […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

რვა უპასუხო გოლი! “მანჩესტერ სიტიმ” “უოტფორდი” მიწასთან გაასწორა (

21 სექტემბერს “ეტიჰად სტედიუმმა” პრემიერ ლიგის მეექვსე ტურის ეგიდით “მანჩესტერ სიტისა” და “უოტფორდს” შორის გამართუ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ლუკაკუმ და ბროზოვიჩმა გასახდელში იჩხუბეს, ფაქტს ალექსის სანჩესი ადასტურებს

“ლა გაძეტა დელო სპორტის” ცნობით, მილანის “ინტერის” ახალწვეულმა ალექსის სანჩესმა დაადასტურა პრესაში გავრცელებული ინფორმაცია, რო...
წაკითხვა
ფეხბურთი

სუპერ-ფინტი ბრაზილიიდან და უსაქმოდ დატოვებული მეტოქეები (ვიდეო)

19 სექტემბერს, ბრაზილიის თასზე “ინტერნასიონალმა” საკუთარ მოედანზე “ატლეტიკო პარანაენსე” მიიღო და ანგარიში 1:2 დამარცხდა. გამარ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ექვსი ორის წინააღმდეგ – როგორ დასრულდა “ოსასუნას” კონტრ-შეტევა (ვიდეო)

20 სექტემბერს, ლა ლიგის მე-5 ტურში “ოსასუნამ” საკუთარ მოედანზე “ბეტისი” მიიღო და ფრედ 0:0 ითამაშა. […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“მილანის” ფეხბურთელმა მჭედლიძეს “დინამოში” გადასვლის შემდეგ წარმატ

“მილანის” ნახევარმცველმა, რადე კრუნიჩმა ყოფილ თანაგუნდელ ლევან მჭედლიძეს თბილისის “დინამოში” გადასვლის შემდეგ წარმატებები უსურ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ჯეიმი კარაგერი მანესა და სალაჰს შორის მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა

“ლივერპულის” ყოფილმა ფეხბურთელმა, ჯეიმი კარაგერმა, “ბარნლისთან” მატჩში სადიო მანესა და მოჰამედ სალაჰს შორის მომხდარ ინციდენტზე...
წაკითხვა
ფეხბურთი

ბექჰემის “ინტერ მაიამი”, შესაძლოა, “რეალის” ყოფილმა მწვრთნელმა ჩაი

მადრიდის “რეალის” ყოფილი მწვრთნელი, სანტიაგო სოლარი, შესაძლოა, “ინტერ მაიამის” მთავარი მწვრთნელი გახდეს. შეგახსენებთ, რომ ზემო...
წაკითხვა
ფეხბურთი

ეროვნული ლიგა – ბათუმის “დინამომ” “საბურთალოს” მოუგო!

ეროვნული ლიგის 28-ე ტურის ცენტრალური შეხვედრა ბათუმში გაიმართა და მასპინძელი გუნდის გამარჯვებით დასრულდა. ერთადერთი გოლი […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

პეპ გვარდიოლამ ყველაზე ძლიერი მეტოქე დაასახელა

“მანჩესტერ სიტის” მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ, თავისი გუნდის მთავარ მეტოქეზე საუბრისას აღნიშნა, რომ “ლივერპული” ყველაზ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ეროვნული ლიგა – ქვემო ქართლელები წინ მიიწევენ

ეროვნული ლიგის 28-ე ტურის საწყისი მატჩები მასპინძლების გამარჯვებით დასრულდა. “რუსთავმა” თბილისის “ლოკომოტივი” მიიღო და 2-1 [&h...
წაკითხვა
ფეხბურთი

ლევან მჭედლიძე: “დინამოსთვის” ყველაფერს გავაკეთებ”

თბილისის “დინამოს” ახალწვეულმა, ლევან მჭედლიძემ საქართველოში დაბრუნების შემდეგ პირველი ემოციები გაგვიზიარა. “ძალიან მოხარული ვარ, &#...
წაკითხვა
კალათბურთი

კლეი ტომფსონმა ზაზა ფაჩულიას ძვირადღირებული ავტომობილი აჩუქა (ფოტო)

“გოლდენ სტეიტის” კალათბურთელმა, კლეი ტომფსონმა ყოფილ თანაგუნდელ ზაზა ფაჩულიას ძვირადღირებული საჩუქარი, ავტომობილი როლს-როისი გადასცა. ამერ...
წაკითხვა