ჰონდა „მილანიდან“ წასვლაზე დაფიქრდა
„მილანის“ ნახევარმცველი კეისუკე ჰონდა სამუშაო ადგილის შეცვლაზე დაფიქრდა.
იაპონელი ფეხბურთელი თვლის, რომ გუნდის ახალი მწვრთნელი სინიშა მიჰაილოვიჩი მოახლოებულ სეზონში მის სათადარიგოთა სკამზე დატოვებას აპირებს. ამავდროულად ჰონდას არ მოსწონს, რომ კლუბი მის სახელს აზიურ ბაზარზე იყენებს, რისი დახმარებითაც ბიუჯეტს მაისურების გაყიდვის დახმარებით იმატებს.
როგორც პორტალი „მილანნიუსი“ წერს, ჰონდას შეძენა „ევერტონსა“ და ტოტენჰემს“ სურთ.
შეგახსენებთ, რომ იაპონელი შუახაზელი „მილანში“ 2013 წელს მოსკოვის ცსკა-დან გადავიდა.