“ჰოფენჰაიმი” – “ლივერპული”: “წითლებმა” გერმანიაში გამარჯვება მოიპოვეს
15 აგვისტოს ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალური ეტაპის ეგიდით გამართულ მატჩში “ჰოფენჰაიმმა” საშინაო არენაზე მერსესაიდის “ლივერპული” მიიღო.
ანგარიშის გახსნის პირველი რეალური შანსი კრამარიჩს მიეცა მე-12 შანსზე, რომელმაც თერთმეტმეტრიანი ვერ გამოიყენა. 35-ე წუთზე კი ალექსანდერ-არნოლდის მიერ ბრწყინვალედ შესრულებული ჯარიმით ანგარიში გაიხსნა.
მატჩის მეორე ტაიმში გუნდებმა გოლები გაცვალეს – ჯერ 74-ე წუთზე ნორდტვეიტმა გაიტანა ავტოგოლი, შემდეგ კი უტმა აიღო სიმონ მინოლეს კარი.
განმეორებითი მატჩი კი 23 აგვისტოს, 22:45 საათზე აიღებს სტარტს “ენფილდზე”.
“ჰოფენჰაიმი”: ბაუმანი; ჰუბნერი, ვოგტი, ბიჩაკჩიჩი (ნორდტვეიტი 54′); ზუბერი, დემირბეი, რუპი (ამირი 53′), კადერაბეკი; გნაბრი, ვაგნერი, კრამარიჩი
მთავარი მწვრთნელი: იულიან ნაგელსმანი
“ლივერპული”: მინოლე; ალექსანდერ-არნოლდი, მატიპი, ლოვრენი, ალბერტო მორენო; ემრე ჯანი, ჰენდერსონი (ჯეიმს მილნერი 63′), ვეინალდუმი; სალაჰი, ფირმინო, მანე
მთავარი მწვრთნელი: იურგენ კლოპი