ჰოვარდი: “ევერტონს მლს-ზე არ გავცვლი”
“ევერტონის” მეკარე, ტიმ ჰოვარდი აშშ-ში მოქმედი მოთამაშის რანგში დაბრუნებას არ აპირებს.
“თამაშის გაგრძელება შემიძლია. “ევერტონთან” კონტრაქტი 2018 წლის ზაფხულამდე მაკავშირებს” – განაცხადა 36 წლის კიპერმა.
“ეჭვგარეშეა, რომ მლს-ის დონე ძალიან ამაღლდა. ფეხბურთს პოპულარობას ევროპელი ვარსკლავეი, ფრენკ ლემპარდი და სტივენ ჯერარდიც უმატებენ და ჩემპიონატი საინტერესოდ მიმდინარეობს. მაგრამ, პირადად მე “ევერტონიდან” წასვლაზე არ ვფიქრობ. კლუბის პრეზიდენტი საკმაოდ კარგ ხელფასს მიხდის და ჩემი მხრიდან სხვა კლუბებთან მოლაპრაკებების წარმართვა სისულელე იქნებოდა” – დაასრულა ამერიკელმა.