ჰოვარდი: „სიკვდილის ჯგუფიდან“ გასვლა მოვახერხეთ“
აშშ-ს ნაკრების მაკარემ ტიმ ჰოვარდმა მსოფლიო ჩემპიონატის პლეიოფში გასვლის შესახებ ისაუბრა.
„აშშ-ში ჩვენს გამოსვლას დიდი ინტერესი მოჰყვა და ჩვენთვის, როგორც ამერიკელთათვის, ეს განუმეორებლი გრძნობაა.
ინტერესი მართლაც დიდი იყო, სხვადასხვა სოციალურ ქსელში პოსტებს მუდმივად ვკითხულობთ.
აშშ-ში ფეხბურთი სწრაფად ვითარდება. გუნდმა „სიკვდილის ჯგუფიდან“ გასვლა მოახერხა, მიუხედავად იმისა, რომ ამას ბევრი ვერ იწინასწარმეტყველებდა. ახლა გვჯერა, რომ ბელგიას დავამარცხებთ“, – განაცხადა ჰოვარდმა.