ჰუმელსი “რეალთან” გამოირიცხა
12 აპრილს ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალურ შეხვედრაში მიუნხენის “ბაიერნი” მადრიდის “რეალს” დაუპირისპირდება. როგორც ირკვევა აღნიშნულ მატჩში გერმანელთა ერთ-ერთი ლიდერი, მატს ჰუმელსი ვერ მიიღებს მონაწილეობას.
კარლო ანჩელოტიმ ბუნდესლიგის ბოლო დაპირისპირებაში (დორტმუნდის “ბორუსიას” წინააღმდეგ) ჰუმელსი ბოლო ათი წუთი ათამაშა. უკანახაზელი დღეს ვარჯიშზეც იყო. სწორედ იქ მიიღო ტრავმა.
გამოკვლევებმა აჩვენა, რომ მატსს კოჭი აქვს დაზიანებული და ის მინიმუმ “რეალთან” პირველ მატჩში ვერ ითამაშებს.
სამაგიეროდ, დაბრუნდა თომას მიულერი, რომელმაც დღეს სრული დატვირთვით ივარჯიშა. ეჭვქვეშაა მანუელ ნოეირს თამაში, რომელიც განცალკევებით ირჯება და ცდილობს გამოჯანმრთელებას.