“იაგელონიამ” კვლავ ვერ მოიგო
პოლონური ექსტრაკლასას 27-ე ტურში “იაგელონია” “პოგონს” ესტუმრა და ანგარიშით 2:0 დამარცხდა. უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ მატჩის ბედი მეორე ნახევარში გადაწყდა.
სტუმართა შემადგენლობაში გიორგი ფოფხაძეც და ნიკა ძალამიძეც ძირითადში იყვნენ, თუმცა ბოლომდე მხოლოდ ფოფხაძემ ითამაშა. ძალამიძე მწვრთნელმა პირველ ტაიმში, 44-ე წუთზე შეცვალა.
27 თამაშში მოპოვებული 42 ქულით “იაგელონია” მესამე ადგილზეა.