იაგო დეისაძე: “ყველაფერი კარგად მიდის, შარშან დავწინაურდით და ახლაც ლიდერთა შორის ვართ”

თარიღი: მაისი 14, 2018

30 წლის იაგო დეისაძე ეროვნული ლიგა 2-ის პირველი წრის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. ნორჩი დინამოს შემტევმა 9 მატჩში 6 გოლი გაიტანა და ჯერჯერობით ისაა საუკეთესო ბომბარდირიც.

Eliga.Ge-სთან ინტერვიუში დეისაძე საინტერესო ამბებს ჰყვება: 

უპირველესად, დიდი მადლობა ყურადღებისთვის და აღიარებისთვის. ეროვნულ ლიგა 2-ში არაერთი კარგი ფეხბურთელი თამაშობს და მათ შორის გამორჩევა სასიამოვნოა.

პირადად ვის დაასახელებდი საუკეთესოდ?

ეროვნულ ლიგაში ოთარ კიტეიშვილს და სწორედ ის გახდა კიდეც საუკეთესო. ეროვნულ ლიგა 2-ში კი გამორჩევა გამიჭირდება.

30 წლის ასაკში ასეთი პროგრესი არცთუ ხშირია. შენს კარიერას რომ გადავხედოთ, თავიდან იყავი თბილისის მერანში, მერე კი თითქმის სულ რანგით მეორე და მესამე ლიგებში გაქვს ნათამაშევი. რატომ?

ბევრი მიზეზი იყო. თურქეთში წაგვიყვანა მენეჯერმა, იქ არაფერი გამოვიდა და მერე არც აქ მოინდომეს უმაღლესლიგელებმა ჩემი აყვანა. 2012 წელს ლანჩხუთის გურია გადავიდა უმაღლესში, მეც იმ გუნდში ვიყავი და პირველი ლიგის ბომბარდირი გავხდი. ნახევარ სეზონში 14 გოლი გავიტანე. მაინც დაიშალა ის გუნდი. ნორჩი დინამო რომ შეიქმნა, ჩემს უფროს ძმას, იაკობ დეისაძეს დავუდექი გვერდში. ყველაფერი კარგად მიდის, შარშან ლიგა 3-დან გადმოვედით და აქაც ლიდერთა შორის ვართ. კიდევ იყო სხვა მიზეზები და იმიტომაც გვეშლება ხელი.

კონკრეტულად?

საიდან არ ჩამოჰყავდათ ადრე ფეხბურთელები ტორპედოში, თვითონ ქუთაისელებს კი არ აფასებდნენ. არც პირველი ვარ და არც ბოლო, რომელიც ასეთ უყურადღებობას წააწყდა. ჩემი ძმა რომ არა, ალბათ, ქვედა ლიგაც სანატრელი მექნებოდა.

ახლა თუ გაქვს ეროვნული ლიგის გუნდებიდან წინადადებები?

ახლა კი არის, მაგრამ ნორჩი დინამოდან წასვლაზე არ ვფიქრობ.

გუნდმა საკმაოდ მოუმატა, ბოლო ოთხი მატჩი მოიგო და მიზანი ალბათ ეროვნულ ლიგაში გადასვლა იქნება…

თავიდან არ იყო ეს მიზანი. ითქვა, რომ ხუთეულში მოხვედრა კარგი იქნებოდა, ახლა კი, მადა ჭამაში მოდისო. კარგი შემადგენლობა გვყავს. თანაბარი ჩემპიონატია და ვერ გაიგებ, ვინ როდის ვის მოუგებს. გამოკვეთილი ფავორიტი არავინაა. ერთადერთი, ბათუმის დინამოს თუ დაასახელებ, რადგან მეტი ფინანსური საშუალება აქვს. კარგია, რომ ასეთი ჩემპიონატია, მოდუნების საშუალება არ გეძლევა…

ნორჩი დინამოს საშუალო ასაკი სხვებისას აღემატება. ეს დამატებითი პლუსია?

ალეკო გოგობერიშვილი და სევასტი თოდუა 40 წელს გადაცილდნენ, მაგრამ კარგად თამაშობენ და რატომ არ უნდა ითამაშონ?! არ უჭირთ და აქედან ჩანს, რომ ესე იგი, მათზე იმედის დამყარება სწორი გადაწყვეტილებაა.

გატანილი 6 გოლიდან რომელს გამოარჩევ? როგორც სილამაზით, ასევე მნიშვნელობითაც…

სილამაზით ცხინვალთან გატანილი. გადმოვარდნილ ბურთს ერთი შეხებით დავარტყი. მნიშვნელობით გამოვარჩევ თელავში გატანილს. ვაგებდით, გავათანაბრე, საბოლოოდ კი მოვიგეთ.

Eliga.Ge

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

ოფიციალურად: ფრენკ ლამპარდი “ჩელსის” მწვრთნელი აღარ არის

ამიერიდან ფრენკ ლამპარდი “ჩელსის” მთავარი მწვრთნელი აღარ არის. ამ ინფორმაციას ლონდონური კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი ადასტურებს. […...
წაკითხვა
ფეხბურთი

ნოიერმა ბუნდესლიგაში ოლივერ კანის რეკორდი დაამხო

მიუნხენის “ბაიერნის” კარის დარაჯმა, მანუელ ნოიერმა, ბუნდესლიგაში კიდევ ერთი რეკორდი დაამყარა. 34 წლის ნოიერმა ამჯერად […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

პარედესი: “პსჟ მესის დარწმუნებას ცდილობს”

“პარი სენ-ჟერმენის” ნახევარმცველმა, ლეანდრო პარედესმა განაცხადა, რომ მისი კლუბი ლიონელ მესის გადაბირებას ცდილობს. არგენტინელ ფეხბურთელი [&...
წაკითხვა
ფეხბურთი

მაკარიძის კურიოზული მომენტი – ასეთ რამეს ბევრჯერ ვერ ნახავთ (ვიდეო)

საქართველოს ნაკრების მეკარის, გიორგი მაკარიძის “ალმერიამ” “საბადელს” უმასპინძლა და 2-2 ითამაშა. მაკარიძემ ორივე გოლში მიიღო [&...
წაკითხვა
ფეხბურთი

უროშ რაჩიჩის საოცარი გოლი “ატლეტიკოს” კარში (ვიდეო)

უროშ რაჩიჩის (“ვალენსია”) გოლი მადრიდის “ატლეტიკოს” კარში იხილეთ ვიდეო Racic, previously linked to Manchester United, [&hellip...
წაკითხვა
ფეხბურთი

“დინამოს მატჩს 100 სკაუტი ესწრებოდა” – ელჩი ჩისკო მუნიოსი

“დინამო თბილისის” გენერალურმა დირექტორმა ზაზა დოლიძემ “სპორტი იმედზე” გუნდის ბოლო მატჩზე და ჩისკოზე ისაუბრა. “ჩისკოს [&h...
წაკითხვა
ფეხბურთი

ლუკას ვასკესს “რეალთან” კონტრაქტის გახანგრძლივება არ სურს

მადრიდის “რეალის” ხელმძღვანელები ახალი კონტრაქტის გაფორმებას ვერც ლუკას ვასკესთან ახერხებენ. Carrusel Deportivo-ს ცნობით, ესპანელ შემტევს ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ავიაკატასტროფას “პალმასის” ოთხი ფეხბურთელი და პრეზიდენტი ემსხვერპლა

ბრაზილიური პრესა საზარელი ავიაკატასტროფის შესახებ გვატყობინებს. ჩვენ ხელთ არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილია “პალმასის” ოთხი ფეხბურთელი და...
წაკითხვა
ფეხბურთი

“პსჟ”-ის მეკარე გაძარცვეს

“პარი სენ-ჟერმენის” მეკარე სერხიო რიკო უშუალოდ მატჩის მიმდინარეობის დროს გაძარცვეს. საფრანგეთის ჩემპიონატის 21-ე ტურში “მონპელიეს...
წაკითხვა
ფეხბურთი

ბენზემა: “აზარის საუკეთესო ვერსია გვინდა”

მადრიდის “რეალის” თავდამსხმელმა კარიმ ბენზემამ გუნდის გარემარბ ედენ აზარის შესახებ ისაუბრა, რომელმაც ესპანეთის პრიმერადივიზიონის მე-20 [&h...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ფენერბაჰჩე” ვალებში იხრჩობა და ფანებს ფულის შეგროვებას თხოვს

“ფენერბაჰჩეს” ხელმძღვანელობა გულშემატკივრებს ფინანსური დახმარების თხოვნით მიმართავს. ეს ყოველივე მესუთ იოზილის ტრანსფერთანაც არის დაკავშირ...
წაკითხვა
ფეხბურთი

კვარაცხელიას დუბლი – ხვიჩამ პენალტი მოიპოვა და თავად შეასრულა (ვიდეო)

ხვიჩა კვარაცხელიამ “სოჩის” წინააღმდეგ მიმდინარე ამხანაგურ შეხვედრაში დუბლი შეასრულა. ქარველმა ფეხბურთელმა 57-ე წუთზე პენალტი მოიპოვა [&hel...
წაკითხვა
ფეხბურთი

კვარაცხელიას მორიგი გოლი – ხვიჩამ დღევანდელ მატჩშიც გაიტანა (ვიდეო)

ხვიჩა კვარაცხელიამ “რუბინის” რიგებში მორიგი გოლი გაიტანა. 19 წლის ქართველმა ფეხბურთელმა დღეს, “სოჩის” წინააღმდეგ მიმდიანრე [&h...
წაკითხვა
ფეხბურთი

“იმაზე მეტი გოლი მაქვს გატანილი, ვიდრე შენ ჩატარებული მატჩები” – იბრაჰიმ

23 იანვარს, იტალიის სერია A-ში “მილანმა” საკუთარ მოედანზე “ატალანტა” მიიღო და 0:3 დამარხდა. შეხვედრის ბოლო […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ბუდუ ზივზივაძის გოლი და შესანიშნავი საგოლე გადაცემა უნგრეთის ჩემპიონატში (ვიდეო)

“უიპეშტი” – “ფეჰერვარი” ბუდუ ზივზივაძის გოლი ბუდუ ზივზივაძის საგოლე გადაცემა...
წაკითხვა