იაგო ხვიჩია: “იმედია, ასეთი ხუმრობისთვის, ნორვეგიის ნაკრებს სათანადო პასუხს გავცემთ”
იმედია, ნორვეგიის ნაკრებს სამშაბათს სათანადო პასუხს გავცემთ, ასეთი ხუმრობისთვის, მგონია, რომ ჩვენმა ნაკრებმა უნდა უპასუხოს ამ რაღაცნაირ ხუმრობას – ქართული დემოკრატიისთვის თვალის ჩაკვრას, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ მიხეილ სააკაშვილისთვის ჯილდოს გადაცემის საკითხზე განაცხადა.
„არ ვიცი, რაზე იყო საუბარი, მხოლოდ თქვენს ნათქვამს ვეყრდნობი, მაგრამ ადამიანის უფლებების დაცვაში მიხეილ სააკაშვილისთვის პრემიის გადაცემა ოდნავ ცინიკურად გამოიყურება, რადგან იგივე სასამართლო გვაქვს, რომელიც თავის დროზე მიხეილ სააკაშვილმა შექმნა, რომელიც იყო ადამიანის უფლებების დაცვის გარანტი, მაგრამ ამ სასამართლოს გამო ვინმესთვის პრიზის გადაცემა სერიოზული არ მგონია. რაც შეეხება პრემიერის შეფასებას, ბრეივიკთან შედარება არის უხეში და უტაქტო საუბარი, როცა ასეთ მტკივნეულ თემას რაღაცაში ახურდავებ, რაც ამას არც კი შეედრება. მიშასა და ბრეივიკის საქმე ერთი კალიბრის არ არის“,- განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ნორვეგიისგან ადამიანის უფლებებისთვის და დემოკრატიისთვის ბრძოლის საქმეში ჯილდო მიიღო.
საზოგადოებრივი მაუწყებელი (პირველი არხი)