იაია ტურე: “ბარსელონას” “მანჩესტერ სიტის” ეშინია”
“მანჩესტერ სიტის” კოტდიუვარელი ნახევარმცველი, იაია ტურე აცხადებს, რომ კატალონიის “ბარსელონას” მანჩესტერელების ეშინია.
შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე ერთმანეთს სწორედ ეს ორი გუნდი დაუპირისპირდება.
“ძალიან მიხარია, რომ ყოფილ თანაგუნდელებს შევხვდები. “ბარსელონასთან” კარგი მოგონებები მაკავშირებს. ვფიქრობ, მეტოქეს ჩვენი ეშინია. “მანჩესტერ სიტი” ძალიან ძლიერი გუნდია, რაც ბევრჯერ დაამტკიცა. იმედი მაქვს, მეოთხედფინალში ჩვენ გავაღწევთ”, – ამბობს ტურე.