იაია ტურე: “მინდა “ბარსელონაში” მწვრთნელად ვიმუშავო”
კატალონიის “ბარსელონასა” და “მანჩესტერ სიტის” ყოფილმა ნახევარმცველმა, იაია ტურემ, პრესასთან საუბრისას აღნიშნა, რომ “ბლაუგრანაში” სურს მწვრთნელის რანგში თავისი ძალების გამოცდა.
“მწვრთნელობისთვის მოსამზადებელი კურსები უკვე გავიარე. მინდა “ბარსელონაში” მწვრთნელად ვიმუშავო. არ აქვს დიდი მნიშვნელობა “ბარსელონა ბ”-ში ვიმუშავებ, მთავარ გუნდში თუ აკადემიაში. “ლა მასიაში” სიამოვნებით ვიმუშავებდი – ბარსელონაში სახლი ჯერ კიდევ მაქვს.
ვიცი, რომ ბარსელონაში ძალიან ბევრს ისევ ვუყვარვარ. იქაურობის დატოვება ძალიან რთული იყო ჩემთვის. ბარსელონაში ყველაფერი მომწონდა – ფეხბურთი, ცხოვრება და კლიმატი. იქ საუკეთესო ფეხბურთელების, ხავისა და ინიესტას, მხარდამხარ ვთამაშობდი,” – აცხადებს იაია ტურე.
შეგახსენებთ, რომ კოტ-დიუვარელი ფეხბურთელი “ლურჯ-ბროწეულისფრების” ღირსებას 2007-2010 წლებში იცავდა.