იაია ტურე: “წარმოდგენაც არ მინდა, რა ტკივილს განიცდიდა კინი იმ მომენტში”
“ოლიმპიაკოსის” ნახევარმცველი იაია ტურე მოიზე კინს გამოექომაგა, რომელიც “კალიარისთან” მატჩში რასისტული შეძახილებისა და ბულინგის ობიექტი გახდა. ტურემ ლეონარდო ბონუჩის, რომელმაც განაცხადა, რომ კინი ნახევრად მტყუანი იყო, ბოდიშის მოხდისკენ მოუწოდა.
“ვფიქრობ, რომ ბონუჩიმ საკუთარი თანაგუნდელებისა და ხალხის წინაშე ბოდიში უნდა მოიხადოს. როდესაც მსგავსი რამ ხდება, დღესაც ყველა შავკანიანს ადანაშაულებს.
ბონუჩი უფრო ჭკვიანი უნდა იყოს. რთულ სიტუაციაში ვიმყოფებით. წარმოუდგენელია, როდესაც მწვრთნელი და შენი თანაგუნდელი ასეთ რამეს ამბობს. წარმოდგენაც კი მიჭირს, როგორ ტკიოდა კინს იმ მომენტში.
ბონუჩი იტალიელია და ამავდროულად თეთრკანიანი ადამიანი და ამბობს, რომ ფანებიც ისეთივე დამნაშავეები არიან, როგორც კინი – ეს არასწორია,” – განმარტავს “მანჩესტერ სიტის” ყოფილი ნახევარმცველი.