იაია ტურე: „ზოგიერთი აფრიკელს ჯერ კიდევ ცხოველად თვლის“

თარიღი: აპრილი 19, 2014

„მანჩესტერ სიტის“ ნახევარმცველმა იაია ტურემ განაცხადა, რომ ფერადკანიან ფეხბურთელებს უსამართლოდ ექცევიან. კოტ დივუარელი მოთამაშე თანაკლუბელ სამირ ნასრის დაეთანხმა, რომელმაც ამასწინათ აღნიშნა, რომ ტურე უფრო დიდ ყურადღებას მიიქცევდა, თეთრკანიანი რომ ყოფილიყო.

„ზოგიერთი ამ დრომდე თვლის, რომ აფრიკელი ცხოველია და არა – ადამიანი. ნასრის მიერ გაკეთებული განცხადება სრული სიმართლეა. ნამდვილი აღიარება გულშემატკივრებისგან მოდის, მაგრამ როცა კარგად თამაშობ და პრესაში საკმარისად არ გაღიარებენ, ამას არ უნდა შეეგუო.

აფრიკის ნებისმიერ ნაწილში რომ იკითხოთ, ვინ არის მესი, მაშინვე გიპასუხებენ. იკითხეთ ევროპაში, ვინ არის იაია ტურე. იცით, რას გიპასუხებენ?! „მის შესახებ გამიგია, მაგრამ სახეზე ვერ ვცნობ“. ისეთი ფეხბურთელები, როგორებიც არიან დიდიე დროგბა და სამუელ ეტოო, ჩვემთვის უფრო მეტს ნიშნავს, ვიდრე ლეგენდა. არც მათ აფასებენ სათანადოდ. ვამაყობ, რომ აფრიკელი ვარ. მინდა, დავამტკიცო, რომ აფრიკელებს ევროპელებზე და სამხრეთ ამერიკელებზე არანაკლებ შეუძლიათ ფეხბურთის თამაში“, – იაია ტურეს სიტყვები „ბი ბი სიმ“ გამოაქვეყნა.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშების ჯგუფურ ეტაპზე გამართული მატჩის მიმდინარეობისას მოსკოვის „ცსკას“ გულშემატკივრებმა ტურეს რასისტული შეურაცხყოფა მიაყენეს. აფრიკელმა ფეხბურთელმა მთავარ არბიტრს ამის შესახებ აცნობა, თუმცა მსაჯმა მომხდარი ინციდენტი პროტოკოლში არ შეიტანა. სამაგიეროდ, მოსკოველები უეფამ დასაჯა და „ცსკას“ ერთი შეხვედრა გულშემატკივრების გარეშე თამაში მიუსაჯა.

ბექა დოგრაშვილი

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

გიუნდოგანმა ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა

“მანჩესტერ სიტისა” და გერმანიის ნაკრების ნახევარმცველს, ილკაი გიუნდოგანს ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელის დასახელება სთხოვეს. მან [&helli...
წაკითხვა
ფეხბურთი

VAR-ის ხელმძღვანელობა: “ინგლისში ჩვენ მუშაობას 7 ქულით შევაფასებდით”

პრემიერ ლიგაში VAR-ის ხელმძღვანელმა და ყოფილი არბიტრმა, ნილ სუორბრიკმა, ბრიტანეთში ახლად დანერგილი სისტემის მუშაობა შეაფასა. […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“მანჩესტერ სიტი” ზამთარში 100 მილიონს დახარჯავს

პრემიერ ლიგის 2019/20 წლების სეზონის 12 ტურის შემდეგ “ლივერპული” სატურნირო ცხრილში პირველ ადგილს იკავებს 34 […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

რაჰიმ სტერლინგი მონტენეგროსთან არ ითამაშებს

ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე, მონტენეგროსთან გასამართ მატჩში რაჰიმ სტერლინგი ინგლისის ნაკრების განაცხადში აღარ […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ლუის ენრიკეს ინგლისის პრემიერ ლიგაში ეპატიჟებიან

კატალონიის “ბარსელონასა” და ესპანეთის საფეხბურთო ნაკრების ყოფილ მწვრთნელს, ლუის ენრიკეს, “ემირეიტს სტედიუმზე” იწვევენ. ამ ინფო...
წაკითხვა
ფეხბურთი

რაიან გიგსის ახალი მეგობარი გოგონა, რომელიც მასზე 15 წლით უმცროსია (ფოტო)

ბრიტანულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, უელსის ნაკრების მთავარ მწვრთნელს, 45 წლის რაიან გიგსს ახალი მეგობარი გოგონა […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

რა უთხრა პეპ გვარდიოლამ მსაჯებს “ლივერპულთან” მატჩის დასრულების შემდეგ (ვიდეო)

10 ნოემბერს, ინგლისის პრემიერ ლიგაში “ლივერპულმა” საკუთარ მოედანზე “მანჩესტერ სიტი” მიიღო და მეტოქე 3:1 დაამარცხა. […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

იურგენ კლოპის “ლივერპულმა” “მანჩესტერ სიტის” მასტერკლასი ჩაუტარა (

ინგლისის პრემიერ ლიგის მე-12 ტური ცენტრალურმა შეხვედრამ დახურა “ლივერპულისა” და “მანჩესტერ სიტის” მონაწილეობით. შეხვედრა ძალია...
წაკითხვა
ფეხბურთი

“არსენალის” ლეგენდას ემერის დათხოვნა სურს: “არაფერი გამოდის!”

“ლესტერთან” განცდილი მარცხის (2-0) შემდეგ, ლონდონის “არსენალის” ლეგენდამ, იან რაიტმა, კლუბის ხელმძღვანელობას რადიკალური ზომები...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ჩელსიმ” “კრისტალ პალასი” დამაჯერებლად დაამარცხა (ვიდეო)

პრემიერ ლიგის მე-12 ტურის მატჩში ლონდონის “ჩელსი” თანაქალაქელ “კრისტალ პალასს” დაუპირისპირდა. შეხვედრა “პენსიონერთა̶...
წაკითხვა
ფეხბურთი

კლოპი: “მაპატიეთ ამ ამბის მოკვლისათვის!”

“ლივერპულის” მთავარი მწვრთნელი, იურგენ კლოპი ბრიტანულ მედიაში კილიან მბაპეს მერსესაიდულ კლუბში შესაძლო ტრანსფერის ამბავს გამოეხმაურა. [&he...
წაკითხვა
ფეხბურთი

ჟერარ დეულოფეუს რეაქცია, როცა ინტერვიუს დროს “უოტფორდის” ფანებმა მას უმღერეს (

9 ნოემბერს, ინგლისის პრემიერ ლიგაში “ნორვიჩმა” საკუთარ მოედანზე “უოტფორდი” მიიღო და ანგრიშით 0:2 დამარცხდა. შეხვედრის [&hellip...
წაკითხვა
ფეხბურთი

მაკტომინეი: “მანჩესტერ იუნაიტედს” სამი ტიტულის მოგება შეუძლია”

“მანჩესტერ იუნაიტედის” ნახევარმცველი, სკოტ მაკტომინეი, ოლე გუნარ სულშერის გუნდის მომავალს საკმაოდ პოზიტიურად უყურებს. შეგახსენებთ, რომ [&h...
წაკითხვა
ფეხბურთი

ინგლისში ოქტომბრის თვის საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელეს

ინგლისის პრემიერ ლიგის ოფიციალური ვებ-გვერდი ადასტურებს ინფორმაციას, რომლის თანახმადაც ჯეიმი ვარდი ოქტომბრის თვის პრემიერ ლიგის […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“მანჩესტერ სიტის” “ლივერპულთან” მატჩში ედერსონი დააკლდება

“მანჩესტერ სიტის” მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ დაადასტურა, რომ კვირას, “ლივერპულთან” გასამართ მატჩში მის გუნდს ედერსონი...
წაკითხვა