იაია ტურემ ნაკრებში დაბრუნება იუარა
„მანჩესტერ სიტის“ ნახევარმცველმა იაია ტურემ კოტ-დივუარის ნაკრებში დაბრუნების სურვილი არ გამოთქვა. ფეხბურთელს ლიბერიის ნაკრებთან 13 და 17 ნოემბერს დაგეგმილ მატჩებში თამაში შესთავაზეს, თუმცა მოთამაშემ უარი ამჯობინა.
ცნობისთვის, ტურემ საერთაშორისო კარიერის დასრულება აგვისტოში გადაწყვიტა. თავისი გადაწყვეტილება მან იმით ახსნა, რომ კონცენტრაციის გადატანა საკლუბო ფეხბურთზე სურს.