იაია ტურეს აგენტი: “თუ “სიტის” ტურეს შენარჩუნება არ სურს, პრობლემა არ არის”
“მანჩესტერ სიტის” ნახევარმცველ იაია ტურეს აგენტმა დიმიტრი სელუკმა ფეხბურთელის შესაძლო ტრანსფერის შესახებ ისაუბრა.
“ჩვენ სხვადასხვა შემოთავაზებებს ვიღებთ, თუმცა ჯერ “მანჩესტერ სიტისთან” უნდა გავარკვიოთ ურთიერთობა. ხალხს ჰგონია, რომ ტურე “სიტიში” ფულის გამო დარჩება, თუმცა ფული არ გვაინტერესებს.
თუ კლუბს იაიას შენარჩუნება არ სურს, პრობლემა არ არის. თუ ასე არ არის, მაშინ კლუბის რომელიმე წარმომადგენელმა თქვას, რომ იაია ტურე “მანჩესტერ სიტიში” უნდა დარჩეს. ის უყვარს აქაურ ქომაგს, ის “სიტის” ისტორიის დაწერაში დაეხმარა”, – ციტირებს ფეხბურთელის აგენტის სიტყვებს ESPN.
შეგახსენებთ, რომ იაია ტურეს მიმართ მილანის “ინტერია” დაინტერესებული. ავტორიტეტული იტალიელი სპორტული ჟურნალისტი ტანკრედი პალმერი წერს, რომ იანვრიდან კოტ დივუარელი ფეხბურთელი ყოველკვირეულად ხვდება “ნერიაძურის” მთავარ მწვრთნელ რობერტო მანჩინის.