იამაიკის ნაკრები მწვრთნელს გუნდში უსეინ ბოლტის ხილვა სურს
იამაიკის საფეხბურთო ნაკრების ახალმა მთავარმა მწვრთნელმა უინფრიდ შეფერმა განაცხადა, რომ გუნდში ცნობილი სპრინტერის, უსეინ ბოლტის ხილვა სურს. გერმანელი სპეციალისტი ბოლტის გამოძახებას 2016 წლის ოლიმპიური თამაშების შემდეგ აპირებს.
“წავიკითხე ბოლტის ინტერვიუ, სადაც ის ამბობს, რომ ფეხბურთის თამაში სურს. ის იამაიკელია და მინდა, რომ საკუთარი ქვეყნის ნაკრების ღირსება დაიცვას. დარწმუნებული ვარ, მას აქვს იმის შესაძლებლობა, რომ ძლიერ მოთამაშედ იქცეს. ბოლტი ძალიან სწრაფია. როდესაც ისწავლით, თუ როგორ უნდა ირბინოს ბურთან ერთად, მისი შეჩერება ძალიან რთული იქნება. იმედი მაქვს, მას საკუთარი ქვეყნის ღირსების დაცცა სურს” – განაცხადა შეფერმა.