იანიკ კარასკო მადრიდშია

თარიღი: იანვარი 31, 2020

ორი წლის წინ ჩინურ “დალიან იფანში” გადაბარგებული იანიკ ფერეირა კარასკო მადრიდის “ატლეტიკოში” ბრუნდება.

“მარკას” ცნობით, 26 წლის ბელგიელი ფეხბურთელი უკვე მადრიდში იმყოფება და ყოფილ კლუბს იჯარით შეუერთდება.

კარასკო “ატლეტიკოს” ღირსებას 2015-2018 წლებში იცავდა. მან მადრიდელთა მაისურით ჩატარებულ 124 მატჩში 23 გოლი გაიტანა და 13 საგოლე გადაცემა გააკეთა.

მსგავსი სიახლეები