იანუზაი რონალდუთია მოხიბლული

თარიღი: მაისი 9, 2014

კრიშტიანუ რონალდუმ რეკორდი დაამყარა ჩემპიონთა ლიგაზე ინდივიდუალურად გატანილი გოლების რაოდენობით. მან თავისი მე-15 და მე-16 გოლი მიუნხენის “ბაიერნს” გაუტანა 1/2 ფინალური შეხვედრის საპასუხო შეხვედრაში.

ადნანის მსგავსად, რონალდუც სულ ახალგაზრდა მოვიდა “იუნაიტედში” და მან რამდენიმე კარგი სეზონის შემდეგ, მსოფლიო დონის ვარსკვლავად ჩამოყალიბება შეძლო. დღესდღეობით კი მადეირელი ფეხბურთელი პლანეტის ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელად ითვლება.

Inside United – ის ივნისის გამოცემაში ადნანმა განაცხადა, რომ იგი შორიდან ადევნებს თვალს რონალდუს თამაშს.

“მას დიდხანს ვუყურებ და ვცდილობ იგივე ვაკეთო, რასაც იგი აკეთებს. ის ძალიან კარგი ფეხბურთელია. ვუყურებ მის თამაშებს და ვცდილობ მივბაძო და დავიმახსოვრო თუ რას აკეთებდა იგი “იუნაიტედში”

“მეც ბევრი უნდა ვივარჯიშო, როგორც ის ვარჯიშობდა, რადგან არც ის იყო ძლიერი, როცა აქ მოვიდა. მაგრამ ერთი წლის შემდეგ რონალდო ერთ-ერთი საუკეთესო იყო. ახლა ვგრძნობ თუ როგორ ვძლიერდები ვარჯიშიშას.” 

წყარო: მანჩესტერ იუნაიტედის ფანკლუბი საქართველოში – http://redarmy.ge/

მსგავსი სიახლეები