იანუზაი ვან გაალთან მუშაობას მოუთმენლად ელის
ადნან იანუზაიმ დღეს ბელგიის ნაკრებთან ერთად პირველი ვარჯიში ჩაატარა და განაცხადა, რომ ვან გაალის დანიშვნა გამჭრიახი გადაწყვეტილება იყო კლუბის მხრიდან.
“მე ბედნიერი ვარ, რადგან ის დიდებული მწვრთვნელია.” აცხადებს იანუზაი. “მას უამრავი ტიტული აქვს მოგებული და მასთან მოუშაობას მოუთმენლად ველი. ჩვენ აუცილებლად დიდი მომავალი გვექნება ერთად.”
ახალგაზრდა ბელგიემა საქებარი სიტყვები არც რაიან გიგზის მიმართ დაინანა. მოგეხსენებათ, რომ უელსელმა ფეხბურთელის კარიერა დაასრულა და ახლა იგი ლუი ვან გაალის ერთ-ერთი ასისტენტია.
“როდესაც მოედანზე გავდიოდი, მე გიგზისგან რჩევას ვიღებდი თუ როგორ უნდა მეთამაშა და რა უნდა გამეკეთებინა მოედანზე. მან ძალიან დიდი დახმარება გამიწია. რაიანი დიდი ფეხბურთელი იყო და მე მას პატივს ვცემ. ძალიან მნიშვნელოვანია, როცა მისნაირი ადამიანი გყავს კლუბში.” დაასრულა იანუზაიმ.
წყარო: მანჩესტერ იუნაიტედის ფან-კლუბი საქართველოში – http://redarmy.ge/