იანუზაის ბედი გადაწყვეტილია
სეზონის დასაწყისში ადნანმა ლუი ვან გაალის ხელმძღვანელობით არც თუ ისე ბევრი მატჩი ჩაატარა, რის შემდეგადაც ცნობილი ტაბლოიდები ბელგიელის შესაძლო გადასვლის შესახებ წერდნენ. თუმცა ახალგაზრდა ადნანის აგენტმა დირკ დე ვრისმა უარყო აგორებული ჭორები და განაცხადა, რომ ის არსად წასვლას აპირებს. ბელგიელმა აგენტმა ასევე დასძინა, რომ მის კლიენტს სახის ქვედა ნაწილი დაზიანებული ჰქონდა და ანტიბიოტიკებს იღებდა, ამიტომ არ ჩანდა იგი ხშირად მოედანზე.
“ყველა ეს ინფორმაცია ჭორია, რომლებსაც ჩვენ ყურადღებას არ ვაქცევთ. ადნანს “იუნაიტედის” ხელმძღვანელობასთან არანაირი პრობლემა არ აქვს.”–აცხადებს დე ვრისმა.
დასმულ კითხვაზე, ითამაშებდა თუ არა იანუზაი ძველებურად ანხელ დი მარიას მოსვლის შემდეგ, დე ვრისმა უპასუხა: “რა თქმა უნდა იგი ძველებურად ითამაშებს. ამჟამად იგი დაშავდა და ნაკერები ადევს. რაც მთავარია კლუბის ხელმძღვანელობა და მწვრთნელები მას ენდობიან, სწორედ ამიტომ მისცეს 11 ნომრიანი მაისური. “იუნაიტედში” ახალი ფეხბურთელის მოსვლა ადნანის განვითარებას პრობლემას არ შეუქმნის.“–დაასრულა ბელგიელმა აგენტმა.
წყარო: მანჩესტერ იუნაიტედის ქართული ფან-კლუბი – http://redarmy.ge/