WordPress-ის მონაცემთა ბაზის შეცდომა: [Query execution was interrupted (max_statement_time exceeded)]
SELECT SQL_CALC_FOUND_ROWS wp_posts.ID FROM wp_posts LEFT JOIN wp_term_relationships ON (wp_posts.ID = wp_term_relationships.object_id) WHERE 1=1 AND wp_posts.ID NOT IN (318988) AND ( wp_term_relationships.term_taxonomy_id IN (3,4,5,6,7,8,9,10,12,13,14,15,16,17,18,19,21,22,23,24,25,26,27,28,29,30,31,32,36,37,38,40,50,51,56,57,201,4225,6390,2415,10283,13906,14078,14273,14274,14275,14276,14277,20082,24857,28151,28152,28159,28160,28161,28164,28165,28166,28167,28168,28219,28621) ) AND wp_posts.post_type = 'post' AND ((wp_posts.post_status = 'publish')) GROUP BY wp_posts.ID ORDER BY wp_posts.post_date DESC LIMIT 0, 15

იაპ სტამმა კარიერის სიმბოლური ნაკრები შეადგინა

თარიღი: იანვარი 16, 2017

გამოცემა Four Four Two-მ თავის ოფიციალურ ვებ-გვერდზე იაპ სტამთან 2009 წელს ჩაწერილი ინტერვიუ გამოაქვეყნა. ინტერვიუს დროს, სტამმა კარიერის სიმბოლური ნაკრები შეადგინა. ჰოლანდიელმა საუკეთესო თერთმეტეული თავისი ყოფილი თანაგუნდელებისა და მოწინააღმდეგეებისაგან დააკომპლექტა.

buffon

მეკარე – ჯანლუიჯი ბუფონი
ჩინებული მეკარე, რომელიც ვფიქრობ, რომ ამ მომენტისათვის მსოფლიოში საუკეთესოა. მე ორი დიდებული კიპერის – პეტერ შმეიხელისა და ედვინ ვან დერ სარის თანაგუნდელი ვიყავი, მაგრამ მათ შორის რომელიმეს გამორჩევა გამიჭირდება.

defenders

მარჯვენა მცველი – კაფუ
იმის გამო, რომ შეტევაში შესანიშნავად მოქმედებდა, ბევრს დაავიწყდა, რომ ის დაცვაში ძალიან ძლიერი იყო. კაფუ არასოდეს ჩერდებოდა.

ცენტრალური მცველი – ალესანდრო ნესტა
ნესტა ძალიან ძლიერი მცველი იყო. მას თამაშის წაკითხვა შეეძლო, არ აკლდა სისწრაფე, საჰაერო ორთაბრძოლებში შესანიშნავად მოქმედებდა და ერთი-ერთზე ბრწყინვალედ თამაშობდა. რომ არა ტრავმები, ის კიდევ უფრო მეტს მიაღწევდა.

ცენტრალური მცველი – პაოლო მალდინი
ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე პატივსაცემი ფეხბურთელი, როგორც მოედანზე, ასევე მის გარეთ. პაოლო ძლიერი მცველი იყო, ცენტრშიც და მარცხენა ფლანგზეც შესანიშნავად თამაშობდა, შეტევაშიც ბრწყინვალედ ერთვებოდა. როცა საუკეთესო ფორმაში იყო, ბევრ გოლში იღებდა მონაწილეობას. ამ ფეხბურთელმა “მილანში” 24 წელი გაატარა – მისით ყველა აღტაცებული უნდა იყოს. არასოდეს მოქმედებდა “ბინძურად” და ცდილობდა ყველა პრობლემა საფეხბურთო უნარებით მოეგვარებინა.

მარცხენა მცველი – რობერტო კარლოსი
მისი მარცხენა ფეხი რკინას მაგონებდა. მას ბრწყინვალე დარტყმა ჰქონდა. გამიმართლა, რომ მისი საჯარიმოს შესრულების დროს ცოცხალ კედელში არასოდეს ვდგარვმარ, რადგან ყოველთვის სხვა ფეხბურთელს ვმეურმეობდი. კარლოსის დარტმული ბურთი რომ მოგხვედროდა, შესაძლებელი იყო, ფიზიკური დაზიანება მიგეღო. მარჯვენა ფლანგელისათვის მის წინააღმდეგ თამაში რთული იყო, რადგან რობერტოს მათი განეიტრალება ადვილად შეეძლო.

midfielders

მარჯვენა ნახევარმცველი – ლუიშ ფიგუ
ფიგუს შეჩერება ძალიან რთული იყო, ის სისწრაფესა და ტექნიკას კარგად იყენებდა. მართალია, დაცვაში შეცდომებს უშვებდა, მაგრამ შეტევაში ბრწყინვალედ თამაშობდა.

ცენტრალური ნახევარმცველი – როი კინი
კინის მსგავსი ფეხბურთელი, რომელიც თამაშს აკონტროლებს, ყველა გუნდს სჭირდება. ტაქტიკურად და პოზიციურად, ის ყოველთვის სწორად მოქმედებდა, ასევე, ერთი-ერთზე კარგად თამაშობდა.

ცენტრალური ნახევარმცველი – ზინედინ ზიდანი
ჩემი აზრით, ის ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია. ზინედინი ნამდვილი გენიოსი იყო, ამიტომ მისი ყველა მოქმედება მარტივი ჩანდა. თქვენც იცით, როგორ იღებდა ბურთს – ეს შესანიშნავი რამ იყო. მართალია, სისწრაფე აკლდა, მაგრამ უმეტესად, თავის მეტოქეს ადვილად ატყუებდა. როცა მცველი მის წინააღმდეგ თამაშობდა, მუდმივად 100 პროცენტით კონცენტრირებული უნდა ყოფილიყო და მისთვის სივრცე არ უნდა დაეტოვებინა.

მარცხენა ნახევარმცველი – ალესანდრო დელ პიერო
ფეხბურთელი, რომელსაც გოლები არამარტო თვითონ გაჰქონდა, არამედ მომენტებს სხვებისთვისაც ქმნიდა. დელ პიეროს თანდაყოლილი ტექნიკა ჰქონდა, ის ასევე, ძალიან ღონიერი იყო, რაც ორთაბრძოლების დროს ეხმარებოდა.

strikers

თავდამსხმელი – დენის ბერგკამპი
ჰოლანდიის ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი. მას სასწაულებრივი ტექნიკა ჰქონდა. მან ყოველთვის იცოდა, სად იყვნენ მისი თანაგუნდელები და მათი თამაშში ჩართვაც კარგად გამოსდიოდა. დენისს გოლები ხშირად არ გაჰქონდა, მაგრამ მისი რამდენიმე გოლი დაუვიწყარია. ის ძალიან ჭკვიანი იყო და სივრცეს სწორად იყენებდა.

თავდამსხმელი – რომარიო
როცა ფორმაში იყო, ის შეუჩერებელი გახლდათ. 2000 წლის მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე, 34 წლის ასაკში, როცა ის “ფლამენგოს” ღირსებას იცავდა, “მანჩესტერ იუნაიტედის” წინააღმდეგ ბრწყინვალედ ითამაშა.

Sir-Alex-Ferguson

მწვრთნელი – სერ ალექს ფერგიუსონი
ის კარგად გრძნობდა, რა ხდებოდა მოედანზე. მას ყოველთვის ჰქონდა იმის უნარი, რომ ძლიერი გუნდი შეექმნა.

სათადარიგოები: ედვინ ვან დერ სარი, ტონი ადამსი, კაკა, რონალდო, ჩავი.



მსგავსი სიახლეები