იაპონელთა სენსაციამ ქართული დაჩრდილა
გვინდოდა ეს მიმოხილვა რიგითობის მიხედვით დაგვეწყო და ჯერ ირლანდია–კანადის მატჩზე გვესაუბრა, მაგრამ რაც იაპონელებმა დღეს გააკეთეს, საქართველოს დიდებული გამარჯვება გადაჩრდილა. ეს მსოფლიოს თასის სრული მასშტაბით, თორემ ქართველებს ჩვენსას უკვე ვერავინ წაგვართმევს.
იაპონელებმა მართლაც მსოფლიო თასის ისტორიის ყველაზე ხმაურიანი სენსაცია გამოაცხვეს – „ალუბლებმა“ 34:32 დაამარცხეს მსოფლიოს მესამე გუნდი, სამხრეთ აფრიკის ნაკრები.
მატჩი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა. პირველ ტაიმში ლიდერი ოთხჯერ შეიცვალა და შესვენებაზე აფრიკელები მოგებიანად გავიდნენ – 12:10.
ასე გაგრძელდა მეორე ტაიმშიც. ჯერ იაპონია გაიქცა 7 ქულით, რასაც აფრიკელთა მხრიდან ანგარიშის გათანაბრება მოჰყვა – 19:19. ამის შემდეგ ჯარიმები გაიცვალაშემდეგ აფრიკელმა სტრაუსმა თავისი გუნდის მეოთხე ლელო რომ გაიტანა და გარდასახვა ისევ ზუსტი იყო. იაპონიამ ლელოთი და მისივე გარდასახვით წონასწორობა კიდევ ერთხელ აღადგინა. აფრიკელები მატჩის დასრულებამდე 7 წუთით ადრე ჯარიმით ისევ დაწინაურდნენ. იაპონიამ ბოლომდე იბრძოლა და მეტოქეს აიძულა ზედ ჩათვლის მოედნის ხაზზე რამდენჯერმე დაჯარიმებულიყო. აზიელებს 3 ქულის აღება და მატჩის ფრედ დასრულება შეეძლოთ, მაგრამ ეს არ იკადრეს, მოგებაზე ითამაშეს და ჰესქეთმა გადამწყვეტი ლელოთი იაპონიას ისტორიული და სენსაციური გამარჯვება მოუტანა – 34:32.
ირლანდიის ნაკრებმა კი კანადას ოდნავი შანსიც არ დაუტოვა და შვიდი ლელოთი მეტოქე 50:7 გაანადგურა.
კელტებმა საქმე ჯერ კიდევ პირველ ტაიმში მოთავეს, როდესაც მეტოქეს პრემიის მომტანი ოთხი ლელო გაუტანეს – 29:0.
მეორე ტაიმის დიდი ნაწილი უქულოდ მიმდინარეობდა, ბოლოს კი ისევ ირლანდიამ იძალა და ის ერთი ლელოც, რომელიც გაიტანა, კელტების სინდისზეა..
საინტერესო მატჩს ელოდნენ საფრანგეთსა და იტალიას შორის. ეს ნაწილობრივ ახდა. ძირითადად ფრანგები დომინირებდნენ, მაგრამ ლელოს დადება არხერხდებოდა. 18:3 ისე მხოლოდ ჯარიმებით გახდა, ამის შემდეგ მოახერხეს ფრანგებმა ლელოს დადება და მატჩის ბედიც გადაწყდა. ბოლოს გუნდებმა თითო ლელოც გაცვალეს და 32:10 „მამლების“ სასარგებლოდ.