იაპონიას და სამოას მესხზე ვუმასპინძლებთ
2016 წლის სანაკრებო სეზონი წარმატებულად მიმდინარეობს. ბორჯღალოსნებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატი მეცხრედ, ზედიზედ კი მეექვსედ მოიგეს. წლეულს ზაფხულში, ჩვენი სანაკრებო რაგბის ისტორიაში პირველად ოფიციალურად ჩავერთეთ ივნისის ტესტებში და დებიუტშივე წარმატებას მივაღწიეთ – ოკეანეთი წაუგებლად მოვიარეთ. სამოასთან ფრედ 19:19 ვირაგბეთ, 2015 წლის მსოფლიო თასის შემდეგ პირველად შევხვდით ტონგას და 23:20 გავიმარჯვეთ, ხოლო ტურნეს დამაგვირგვინებელ რკენაში 14:3 ვძლიეთ ფიჯის. ამის შედეგად კი, მსოფლიო რაგბის რეიტინგში, ჩვენთვის უპრეცენდენტო, მე-11 ადგილი დავიკავეთ.
მილტონ ჰეიგს მიაჩნია, რომ ამას ბორჯღალოსნებმა და სამწვრთნელო შტაბმა, მსოფლიო თასზე მიღებული მუხტის შენარჩინებითა და საგრძნობლად გაზრდილი თავდაჯერებულობით მიაღწიეს „მსოფლიო თასმა და ოკეანეთის ტურნემ თავდაჯერებულობა მნიშვნელოვნად შეგვმატა და ყველამ ვიცით, რომ სპორტში კარგად თუ მიუდგები საქმეს, იმუშავებ და თავდაჯერებულობას გაზრდი, ყველაფერი შეიძლება მოხდეს. რა თქმა უნდა გვინდა, რომ ტოპ 10-ში მოვხვდეთ და თუ ამ ტემპს შევინარჩუნებთ მიგვაჩნია, რომ ამ მიზანს მივაღწევთ.“
ნოემბრის ტესტები
წინ ნოემბრის ტესტებია. წელს ორ მატჩს შინ ვითამაშებთ, ხოლო ერთ გასვლაზე. 12 ნოემბერს თბილისში იაპონია გვესტუმრება, რომელმაც 2015 წლის მსოფლიო თასზე სამხრეთ აფრიკის დამარცხებითა და საუცხოო თამაშით, ფურორი მოახდინა.
ერთი კვირის შემდეგ, 19 ნოემბერს, სამოას ვუმასპინძლებთ, რომელსაც თილისში ბოლოს 2013 წლის 23 ნოემბერს ვეთამაშეთ და 16:15 დავამარცხეთ. წელს ‘მანუ სამოას’ ოკეანეთის პირველივე ტესტში ვერაგბეთ და როგორც ზემოთ ავღნიშნეთ 19:19 დავზავდით.
წლის დამაგვირგვინებელი ტესტში, 26 ნოემბერს გასვლაზე შოტლანდიას ვერკინებით, რომელსაც 2011 წლის მსოფლიო თასის შემდეგ პირველად ვეთამაშებით.
„ნოემბრის ტესტები ქართული რაგბისთვის კიდევ ერთ მნიშვნელოვან ფაზას წარმოადგენს. გარდა იმისა, რომ შინ მეორე დონის ორ უძლიერეს ნაკრებს, იაპონიასა და სამოას ვეთამაშებით, ასევე გასვლაზე ისტორიული რკენა გველის პირველი დონის გუნდის, შოტლანდიის წინააღმდეგ.
„ეროვნული ნაკრების მორაგბეების, სამწვრთნელო შტაბისა და სტაფისთვის, ეს კიდევ ერთ შესანიშნავ შესაძლებლობას წარმოადგენს იმისათვის, რომ მეგობრებს, ოჯახის წევრებსა და რაც მთავარია ჩვენ ფანტასტიურ ქომაგებისთვს განსაკუთრებული სიხარული მივანიჭოთ.“ განაცხადა მილტონ ჰეიგმა.
იაპონიასთან და სამოასთან, ისევე როგორც ნებისმიერ სხვხა საშინაო მატჩზე, უდიდესი მნიშვნელობა ექნება სავსე ტრიბუნებს. მილტონ ჰეიგის აზრით ის განსაკუთრებული ატმოსფერო, რომელიც საქართველოში ბორჯღალოსნების მატჩების დროს სტადიონზე იქმნება, გუნდის წარმატებაში ერთ-ერთ გადამწვეტ როლს თამაშობს.
„მთელს მსოფლიოში აუმრავი ქომაგი გვყავს, მაგრამ როდესაც შინ ვთამაშობთ სწორედ ჩვენი ‘რაგბზე შეშლილი’ გულშემატკივრები ქმნიან იმ ატმოსფეროს, რომელიც გავლენას ახდენს ჩვენ თამაშზე და წარმატებაზე. სწორედ ამ სავსე ტრიბუნების ‘გავლენა’ დაგვეხმარება წელს მივაღწიოთ დასახულ მიზანს – მსოფლიო რეიტინგის მე-10 პოზიციას.“ დასძინა ჰეიგმა
სტადიონები და დროები
გულშემატკივრებს გვინდა ვაცნობოთ, რომ ტესტები იაპონიისა და სამოას წინააღმდეგ მიხეილ მესხის სტადიონზე გაიმართება, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდით საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას.
ორივე მატჩი საქართველოს დროით 15 საათზე დაიწყება. ბილეთებთან დაკავშირებით ინფორმაციას მოგვიანებით გაცნობებთ.
Rugby.GE