იარმოლენკო: “არ ვიცი, როგორ აღვწერო რუსი ერი. როგორ შეიძლება მათ ნორმალურები ვუწოდოთ?”

თარიღი: მარტი 23, 2022

უკრაინის ეროვნული ნაკრებისა და “ვესტ ჰემის” გარემარბმა ანდრეი იარმოლენკომ უკრაინაში მიმდინარე ომზე ისაუბრა.

32 წლის ფეხბურთელმა კომენტარი გააკეთა რუს ხალხზე, რომელთა უმეტესობა საკუთარი აგრესორი ქვეყნისა და პრეზიდენტის პოზიციას მხარს უჭერს ან მათ კრიტიკას თავს არიდებს.

“ჩემი აზრით, ის, რაც ახლა ხდება, ნამდვილი გენოციდია. უკრაინელი ხალხი იხოცება. ესვრიან მშვიდობიან მოქალაქეებს, ბავშვებს და ქალებს – ეს საშინელებაა. სიტყვებს თავს ვერ ვუყრი.

როგორ შეიძლება ჯარისკაცი უწოდო მას, ვინც ბავშვებსა და ქალებს ტყვიას ესვრის? არ ვიცი, როგორ აღვწერო რუსი ერი… როცა უდანაშაულო ადამიანები იღუპებიან და შენ ამ დროს ქვეყანაში [რუსეთში] კონცერტს მართავ… როგორ შეიძლება ამ ადამიანებს ნორმალურები ვუწოდოთ?

მე არ ვამბობ, რომ რუსეთში ყველა ადამიანი ცუდია. ვიცნობ ბევრს, ვისაც გააზრებული აქვს, რა ხდება ახლა. თუმცა, ვინც ჩუმადაა, ხმას არ იღებს და ფიქრობს, რომ ეს ყველაფერი მას არ შეეხება, ისიც ჩვეულებრივი დამნაშავეა.

დრო ყველაფერს გამოაშკარავებს და ღმერთი ყველაფერს განსჯის. იყვნენ რუსები, რომლებსაც ველაპარაკე და მათ საერთო რეაქციაც კი არ ჰქონიათ. რუსი ფეხბურთელები, ვარსკვლავები, მომღერლები, სპორტსმენები – ყველანი ჩუმად არიან. ვინც ამბობს, რომ ეს ომი არ არის, ჩემთვის ყველა მკვდარია”, – განაცხადა იარმოლენკომ.



მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

გიორგი მამარდაშვილის საოცარი პირველი სეზონი ლა ლიგაში

გიორგი მამარდაშვილს ლა ლიგაში პირველი სეზონი საოცრად მაგარი გამოუვიდა და თბილისის “დინამოდან” 850 ათას ევროდ […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“მანჩესტერ იუნაიტედმა” კინაღამ ევროპის ლიგის საგზურიც დაკარგა

დასრულდა ინგლისის პრემიერლიგის 2021-2022 წლების გათამაშება. ცნობილია ყველა ის გუნდი, რომელიც მომდევნო სეზონში ინგლისს ევროთასებზე […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“მძიმე სიღარიბის გამო “დინამოს” აკადემიაში არ მიმიღეს, საფრანგეთში საუკე

“მთავარი არხი” გიორგი ბეწუკლიშვილის მინაწერს ავრცელებს. “მოგესალმებით ყველას. მე გიორგი ვარ უკვე 10 წლის. ემიგრანტი […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ზიდანი “პსჟ”-ში არ იქნება

ფრანგული გამოცემა “ტელეფუთი” იუწყება, რომ “პარი სენ-ჟერმენის” მთავარი მწვრთნელის პოსტზე ზინედინ ზიდანის კანდიდატურა არ განიხილ...
წაკითხვა
ფეხბურთი

“რეალი” მბაპეს ტრანსფერის ჩაშლის შემდეგ ალტერნატიულ ვარიანტებზე მუშაობს

ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში მადრიდის “რეალის” მთავარი მიზანი ერლინგ ჰოლანის დამატება იყო, თუმცა ნორვეგიელმა თავდამსხმელმა “მანჩესტ...
წაკითხვა
ფეხბურთი

პრიმერადივიზიონი ჩივილს აპირებს

“პარი სენ-ჟერმენში” კილიან მბაპეს დარჩენის ფაქტს ესპანური ფეხბურთი, როგორც ჩანს, მშვიდად არ შეხვდება. COPE-ს ცნობით, […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

გვარდიოლა: “პრემიერლიგის მოგება უფრო რთულია, ვიდრე – ჩემპიონთა ლიგის”

“მანჩესტერ სიტის” მთავარმა მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ ერთმანეთს პრემიერლიგა და ჩემპიონთა ლიგა შეადარა და აღნიშნა, რომ […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“პსჟ” მბაპეს ასტრონომიულ თანხას გადაუხდის

ცნობილი ჟურნალისტის ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, რომელსაც მხარი Eurosport-მა და Sky Sport-მაც აუბეს, კილიან მბაპე […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ბოლო ვარჯიში კარგ ხალხთან ერთად” – რა ფოტოს აქვეყნებს მამარდაშვილი?

გიორგი მამარდაშვილი სოციალურ ქსელ ინსტაგრამზე მეკარეებთან და მეკარეების მწვრთნელებთან ერთად ფოტოს შემდეგ წარწერას აქვეყნებს. “ბოლო […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ვალენსიას” ფანები მამარდაშვილის დარჩენას კატეგორიულად მოითხოვენ! 70 მილიონი?

“ვალენსიას” მთავარმა მწვრთნელმა ხოსე ბორდალასმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ გუნდს ფინანსური კრიზისის მოსაგვარებლად 70 მილიონი ...
წაკითხვა
ფეხბურთი

იტალიაში წლის საუკეთესონი დაასახელეს

იტალიის სერია A-ს 2021-2022 წლების გათამაშების საუკეთესო ფეხბურთელები დასახელდნენ: საუკეთესო მეკარე: მაიკ მენიანი (“მილანი”); საუკეთესო [&...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ინტერმა” მხითარიანის გადმობირებაზე მუშაობა დაიწყო

მილანის “ინტერმა” ჰენრიხ მხითარიანის გადმობირებაზე მუშაობა დაიწყო. “კალჩომერკატოს” ცნობით, “ნერაძურიმ” ამ კვირაში ...
წაკითხვა