იასმინ მუიჯა – ვფიქრობ ეხლა უფრო ძლიერი გუნდი გვყავს ვიდრე პირველ წრეში

თარიღი: თებერვალი 1, 2015

ანტალიურ შეკრებაზე დიდი ყურადღება ეთმობა თითოეული ფეხბურთელის და ზოგადად გუნდის ფიზიკურ მომზადებას. რაზეც ჩვენი მწვრთნელები იასმინ მუიჯა და ბონდო გოცირიძე მუშაობენ. შეკრების მიმდინარეობაზე საუბარი ხორვატიის მოქალაქეს, მაგრამ ფეხბურთელობის პერიოდში ბოსნია-ჰერცოგოვინის ნაკრების წევრს, შემდეგ კი ფიზმომზადების სპეციალისტს- იასმინ მუიჯას ვთხოვეთ.

იასმინ მუიჯა- როდესაც დინამოში მოვედი, თავიდანვე ვიცოდი რა ტრადიციის და ისტორიის კლუბში მოვდიოდი. აქ ჩამოსული კი კიდევ ერთხელ დავრწმუნდი ამაში. ყველა მწვრთნელი და ფეხბურთელი, რომელიც დინამოშია, ვალდებულია იყოს საუკეთესო, რადგან დინამო საქართველოში საუკეთესო კლუბია. გუნდში უკეთესობისკენ მიდის საქმეები. ბევრი ახალი ფეხბურთელი დავიმატეთ და მიზანი მათი სწრაფი ადაპტაციაა გუნდთან. ოდნავ ამაყიც ვარ მწვრთნელთა შტაბის მიერ ჩატარებული სამუშაოთი. როდესაც მოვედი კლუბში ფიზ. მომზადების დონე დამაკმაყოფილებელი იყო, მაგრამ არა ისეთი როგორიც აქ უნდა იყოს. მინდა ავღნიშნო ბონდო გოცირიძის წვლილიც, რომელიც დიდ სამუშაოს ატარებს. შეკრებაზე არ გაგვიმართლა მიკროტრავმებში, რომელიც შერგელაშვილს, ჩირგაძეს და პაპუნაშვილს აწუხებთ. ამ მომენტისთვის ცხადია კონდიციები არაა საუკეთესო, მაგრამ მთავარია ეხლა ყველა ვარჯიში და საკონტროლო მატჩი მოსამზადებელ ეტაპზე მაქსიმალურად იყოს გამოყენებული იმისთვის, რომ ჩემპიონატში კახა გოგიჩაიშვილს ჰყავდეს ოპტიმალური და კარგად მომზადებული კონტინგენტი. შემიძლია ავღნიშნო, რომ შეკრებაზე საუკეთესო პირობებია სავარჯიშოდ, აღსადგენად, მოსამზადებლად და მოსასვენებლად. ძალიან კარგი სპარინგ მატჩები გვაქვს, სადაც ზუსტად დავინახავთ   პრობლემებს. დარწმუნებული ვარ თბილისში დაბრუნებისას გუნდს გაცილებით მომატებული ექნება. ვფიქრობ ეხლა უფრო ძლიერი გუნდი გვყავს ვიდრე პირველ წრეში. ჩვენი მიზანია გუნდის ისეთ კონდიციებში მიყვანა, როგორიც ევროპულ კლუბებშია. ყველა ფეხბურთელზე ცალკე გვაქვს გაწერილი სამუშაო პროგრამა. ბედნიერი ვარ დინამოში ყოფნით, ჩვენი გუნდი ბოლომდე იხარჯება თავის საქმეში. ვცდილობთ დისციპლინის, თეორიული, ტაქტიკური და ტექნიკური უნარების პროგრესირებას. კლუბში აბსოლუტურად ყველაფერი კეთდება საუკეთესო შედეგის მისაღწევად. კლუბის პრეზიდენტი ყველაფერს აკეთებს ამისათვის. კლუბის ხელმძღვანელობა და სტაფი ყოველდღიურად დაუღალავადაა ჩართული სამუშაო პროცესში. ფეხბურთელებმა უნდა მოინდომონ და ბოლომდე დაიხარჯონ, რათა ჩვენი ერთგული გულშემატკივარი გავახაროთ.

FCDinamo.GE



მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

გაოცებული მამუკა ჯუღელი და Ishowspeed-ის ყეფა მესის გამოცხადებისას (ვიდეო)

ცნობილმა Youtuber-მა Ishowspeed-მა Ballon d’Or-ის დაჯილდოებაზე ერთ-ერთი საუკეთესო სოლო შოუ შექმნა. ერთ-ერთ მომენტში, როცა მესი […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

კვარა თავისი ძმის ვიდეოს აქვეყნებს – “თორნიკე ხვიჩაზე უკეთესია!”

ხვიჩა კვარაცხელია თავისი პატარა ძმის, თორნიკეს ვიდეოს აქვეყნებს, სადაც თორნიკეს ძალიან მაგარი მომენტებია. ხვიჩას პირველმა […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ერთი მშიშარა, ნარცისი ბალოტელია, მეორე პროფესიონალი”

იტალიელმა ჟურნალისტმა პაოლო დე პაოლამ ხვიჩა კვარაცხელიასა და რაფაელ ლეოას შესახებ ისაუბრა. “კვარა ლეაოზე უკეთესი […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ფანები “აიაქსში” არველაძის დანიშვნას ითხოვენ!

ამსტერდამის “აიაქსმა” მორის სტეინი გაათავისუფლა და ახალ მთავარ მწვრთნელს ეძებენ. “აიაქსის” ფანების ნაწილი გუნდში შოთა [&hellip...
წაკითხვა
ფეხბურთი

ოსიმენი: “კვარაცხელია დიდებული ფეხბურთელია”

“ნაპოლის” ნიგერიელმა ფორვარდმა ვიქტორ ოსიმენმა ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა. “კვარაცხელია ჯადოქარია. ჩვენ ერთმანეთთან ბრწყინვა...
წაკითხვა
ფეხბურთი

ხვიჩა კვარაცხელია შეუჩერებელია! შეასრულააა (ვიდეო)

ხვიჩა კვარაცხელიამ “ვერონას” წინაააღმდეგ დუბლი შეასრულა. ⚽️ 𝐆𝐎𝐀𝐋 | Verona 0-3 Napoli | Kvaratskheliapic.twitter.com/Pz6vgIZZEd — [&h...
წაკითხვა
ფეხბურთი

ვიქტორ ოსიმენის უღირსი საქციელი – რაში ედება ბრალი ნიგერიელს?

ვიქტორ ოსიმენის დის ქმარი, ოსიტა ოკოლო სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს და “ნაპოლის” ნიგერიელ ფორვარდს დის […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“სტეინი იბიცადან არ გიყურებდა?” – ნიდერლანდელი ფანები მიქაუტაძეთი აღრთოვ

ჟორჟ მიქაუტაძის პოკერის შემდეგ ნიდერლანდელი გულშემატკივრები “აიაქსის” მთავარ მწვრთნელს, მორის სტეინს მოუწოდებენ, რომ ქართველი ფორვარდის [&...
წაკითხვა
ფეხბურთი

რონალდოს ირანში 99-ჯერ გაროზგვა ემუქრება!

ბრიტანული მედიის ინფორმაციით, კრიშტიანო რონალდოს ირანში 99-ჯერ გაროზგვა ემუქრება. გიორგი გველესიანის “პერსეპოლისთან” დაპირისპირების შემდეგ...
წაკითხვა
ფეხბურთი

გარსიას კვარაზე 2.5-ჯერ მეტი ხელფასი აქვს – დღეში 8000 ათასი ევრო

იტალიური პრესის ინფორმაციით, “ნაპოლის” პრეზიდენტი დე ლაურენტისი სერიოზულად ფიქრობს რუდი გარსია ოქტომბერში მთავარი მწვრთნელის პოსტიდან [&he...
წაკითხვა
ფეხბურთი

ფედელე: “ლაურენტისის არჩევანმა აღტაცებული დამტოვა”

ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა და საფეხბურთო აგენტმა ფედერიკო ფედელემ “ნაპოლის” ახალი შესაძლო მთავარი მწვრთნელის შესახებ ისაუბრა. […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

საუკეთესო ამბავი ქართველებისთვის – გარსია და სტეინი…

საქართველოს ეროვნული ნაკრების ორ მთავარ ვარსკვლავს, ხვიჩა კვარაცხელიასა და ჟორჟ მიქაუტაძეს ამჟამინდელ მწვრთნელებთან დადებითი ურთიერთობა […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ლაურენტისმა ერთ-ერთ ლიდერს პირადად მოსთხოვა ხელფასის შემცირება

“ნაპოლის” პრეზიდენტმა დე ლაურენტისმა ერთ-ერთ ლიდერს, პოლონელ პიოტ ზელინსკის ხელფასის შემცირება კიდევ ერთხელ მოსთხოვა. ზელინსკიმ […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

არაბიძე ისევ არაა, მაგრამ სანდრო არის – სანიოლის განაცხადი

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები მოახლოებული მატჩებისთვის მზადებას 9 ოქტომბერს იწყებს. ვილი სანიოლის გუნდი 12 ოქტომბერს, […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

შოთა არველაძე ახალ გუნდს ჩაიბარებს?

შოთა არველაძემ, შესაძლოა, ერთ წლიანი პაუზის შემდეგ სამწვრთნელო კარიერა განაახლოს და თურქული “სამსუნსფორი” ჩაიბაროს. “სამსუნმა”...
წაკითხვა