იასპარეზებს თუ არა ტედი რინერი მსოფლიო ჩემპიონატზე – საფრანგეთის განაცხადი ცნობილია
ორშაბათს საფრანგეთის ძიუდოს ფედერაციამ მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატისათვის განაცხადი წარადგინა. ფრანგები ტოკიოში გასამართ მსოფლიო პირველობაზე 17 ძიუდოისტით იასპარეზებენ.
ტოკიოში ვერ ვიხილავთ ლეგენდარულ ტედი რინერი. მსოფლიოს ათგზის ჩემპიონი კვლავაც 2020 წლის ოლიმპიური თამაშებისათვის ემზადება. აღსანიშნავია, რომ საფრანგეთის ნაკრების რიგებში წარმოშობით ქართველი ლუკა მხეიძე იასპარეზებს.
მამაკაცები:
-60 კგ: ლუკა მხეიძე, ვალიდ ხიარი;
-66 კგ: კილიან ლე ბლუში;
-73 კგ: გუილამ ჩეინი;
-81 კგ: ალფა დჯალო;
-90 კგ: აქსელ კლერჟე;
-100 კგ: სირილ მარე, ალექსანდრ იდირი;
ქალები:
-48 კგ: მელანი კლემენტი;
-52 კგ: ამადინ ბუშარი;
-57 კგ: სარა-ლეონი სისიკუ, ჰელენ რესევო;
-63 კგ: კლარის აგბენენუ;
-70 კგ: მარგო პინო, მარი-ივი ჰაჰი;
-78 კგ: მადელინ მალონგა;
+78 კგ: ან-ფატუმატა მბაირო.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატი 25 აგვისტოს დაიწყება და 1 სექტემბერს დასრულდება.
Anne-Fatoumata M'Bairo complète la sélection française pour les championnats du monde qui se dérouleront à Tokyo du 25 août au 1er septembre ! #espritbleu #TeamFrance #JudoWorlds2019 #RoadtoTokyo #selection #judo pic.twitter.com/rVMyO02U1m
— FF Judo (@ffjudo_officiel) August 5, 2019